ამ კვირაში ვლოცულობთ

კურთხევის ველისთვის

ღვთის ბრძანებით, ყოველგვარი ბრძოლის გარეშე, ისრაელის მეფემ, გამარჯვებამდე მიიყვანა თავისიმებრძოლები. მათ უამრავი საქონელი, ტანსაცმელი, აღჭურვილობა და ძვირფასეულობა წამოიღეს იქიდან. მოგვიანებით, ისინი ველზე შეიკრიბნენ, რათა ეკურთხებინათ უფალი მისი დახმარების გამო. მათი შეკრებისადგილს ბერახას ველი უწოდეს, რაც კურთხვევის ველს ნიშნავს (წაიკითხეთ ისტორია 2 ნეშტთა 20:20-26-ში).

დაე, ჩვენი ლოცვა ამ კვირის განმავლობაში იყოს განსაკუთრებული შეხვედრა ყოვლისშემძლე ღმერთთან, ჩვენს შემოქმედსა და მხსნელს, ვთხოვოთ მას, რომ მუსლიმური საზოგადოებები კურთხევის ველისკენშემოატრიალოს!

ლოცვა

წმიდა, წმიდა, წმიდა უფალო, ღმერთო ყოვლისშემძლე, ვის თანდასწრებაშიც ანგელოზები სახეს და ტერფებსიფარავენ და ვისაც თაყვანს სცემენ, მოვდივარ შენთან შენი ძის, ჩემი უფლის იესო ქრისტეს სახელით!გამომიგზავნე შენი სინათლე და ჭეშმარიტება, რათა გამიძღვეს შენი გზებით სიარულისას! მომეცი სიყვარულიდა შეუპოვრობა, რომ ვიშუამდგომლო ადამიანებისთვის, რომლებიც შენგან შორს, ცოდვაში არიანდაკარგულები.

ვლოცულობ, რომ შენ გარდაქმნა მუსლიმები მრავალ ქალაქსა და სოფელში მთელს მსოფლიოში და აქციოისინი ქრისტეს თაყვანისმცემელ, სულიწმიდით აღსავსე ადამიანებად. ასევე ვლოცულობ, რომ მათიპოლიტიკური და რელიგიური ლიდერებიც ამ სასწაულის ნაწილები გახდნენ. დაე, თითოეულ ამ დასახლებასდაერქვას „კურთხევის ველი“!

ვლოცულობ, რომ შენს სამეფოში შეიყვანო გაქრისტიანებული მუსლიმები ყველანაირი ცხოვრებიდან: ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა კომპანიების ხელმძღვანელები, უბრალო ადამიანები, მდიდრები, ღარიბები, ახალგაზრდები და მოხუცები, განათლებულები და გაუნათლებლები. დააფუძნე შენიეკლესია მუსლიმებს შორის.

მთელი დიდება ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარისულიერი კურთხევით ზეცაში! (ეფესელთა 1:3) ამინ!

აღთქმა

შევისმინე, რასაც მევედრებოდი (2 მეფეთა 19:20).