ამ კვირაში ვილოცებთ

გამომშრალი ძვლების ველზე

ღვთის სულის ძალის ქვეშ წინასწარმეტყველი ეზეკიელი ხილვაში წაყვანილ იქნა ველზე, რომელიც სავსე იყომკვდარი, გამომშრალი ძვლებით (ეზეკიელი 37). მრავალი ჩვენგანი, რომლებიც მუსლიმებთან ვმუშაობთ, ისლამურ სამყაროს აღვიქვამთ, როგორც გამომშრალი ძვლების ველს. არანაირი სიცოცხლე. არანაირი სუნთქვა. არანაირი მოძრაობა. არანაირი სიხარული. მხოლოდ სიკვდილი. თუმცა, ჩვენ ვლოცულობთ, ვწინასწარვმეტყველებთ და გვჯერა, რომ უფლის სული გადმოვა ამ მკვდარ ძვლებზე და ისინი: ბიბლიისმორწმუნე, ღვთის თაყვანისმცემელ, ქრისტეს მადიდებელ, სულით აღვსილ ადამიანთა არმიად – იქცევა!

ლოცვა

ო, ზეცისა და მიწის და მთელი სამყაროს მბრძანებელო მეფევ, ყოვლისშემძლე ღმერთო, ღმერთოსასწაულებისა და საოცრებების, მოვდივარ შენთან, რადგან შენ ხარ ჩემი ზეციერი მამა!

მჯერა, ახლაა დრო მუსლიმთათვის, რომ გამოსცადონ სიცოცხლის სუნთქვა შენგან ისე ძლიერად, როგორცადამიანთა კაცობრიობაში ჯერ არავის უგრძვნია. ჩვენს გარშემო, როგორც ჩონჩხები, უამრავი ადამიანია,რომელიც სულიერად მკვდარია, ისინი დიდი ხანია, რაც ჩვენი სულების მტერმა მოკლა.

ო, ცოცხალი ღვთის სულო, ჩაჰბერე ისლამის გამომშრალი ძვლების ველებს და მიეცი მათ სიცოცხლე უფალიესო ქრისტეში. მიეცი მათ სულიერი სხეული და მშვინვა, რომ გახდნენ ცოცხალი ღვთის შვილები! მიეცი მათსულიერი ხერხემალი, რათა მტკიცედ იდგნენ მათ რწმენაზე!

გაუგზავნე შენი სიყვარული ადამიანებს, რომლებიც ზოგიერთმა ამოშალა, რადგან მიაჩნია, რომშეუძლებელია მათი ღვთის სამეფოში მოყვანა! დაიცავი შენი პატივი და დაამტკიცე, რომ ასეთი სასოწარკვეთაარასწორია!

გამხმარო ძვლებო, ისმინეთ უფლის სიტყვა! ასე ეუბნება უფალი ღმერთი ამ ძვლებს: აჰა, სულს შევიყვანთქვენში და გაოცოცხლდებით (ეზეკიელი 37:4-5).

უფალო, ღმერთო, ჩვენში მოქმედი ძალით შეგიძლია განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ გთხოვთ ამვფიქრობთ! დიდება შენ ეკლესიაში, ქრისტე იესოში და ყველა თაობაში უკუნითი უკუნისამდე! ამინ! (ეფესელთა3:20-21).

აღთქმა

ოთხივე ქარიდან მოდი, სულო და შთაბერე ამ დახოცილებს, რომ გაცოცხლდნენ… შევიდა მათში სული დაგაცოცხლდნენ; ფრიად დიდძალი ლაშქარი წამოდგა ფეხზე (ეზეკიელი 37:9-10).