ამ კვირაში ვლოცულობთ

ბაკას ველზე

იერუსალიმისკენ გზად პილიგრიმებმა ჩაუარეს ბაკას ველს, როცა წმიდა ქალაქში შესასვლელად მიდიოდნენუფლის ტაძრის დასავლეთის კარიბჭის გავლით. ბაკა მშრალი, ხრიოკი ველი იყო. ღმერთმა აღუთქვა მათ, რომმას ოაზისად აქცევდა, რომელიც წყლის ჭებით იქნებოდა დაფარული და აკურთხებდა მას წყაროებით დააავსებდა სიმწვანით და ხეებით.

ეკლესიისთვის ისლამური სამყარო: უწყლო, უნაყოფო, გადახრიოკებული ველია, ქვიშითა და ქვა-ღორღითსავსე. მაგრამ ამ კვირაში ცვლილებისთვის ვილოცებთ: დაე, ღვთის სულიწმიდამ გამოგზავნოს ზეციური წვიმაისალმის მტვრიან დაბლობზე და ეს მიტოვებული ველი დიდი მოსავლის მიწად აქციოს, რომელიც სავსე იქნებაძვირფასი სულებით ქრისტეს გვირგვინით.

ლოცვა

უფალო, ღმერთო, ჩვენო ზეციერო მამა, შენ ხედავდი ისრაელიანების საცოდაობას ეგვიპტეში! შენ მოისმინემათი ღაღადი და ჩამოხვედი, რათა გეხსნა და გაგეთავისუფლებინა ისინი (გამოსვლა 3:7-8). დღეს ისლამისშვილებისთვის გთხოვთ. ისინი არიან უბედურებაში, ქრისტესგან შორს.

თუმცა შენ გიყვარს ისინი და ზრუნავ მათზე. გსურს მათი კეთილდღეობა. გაათავისუფლე ისინი, ყოვლისშემძლეო ღმერთო, იმ მახისგან, რომელიც მტერმა დააგო მათთვის! დაე, ქრისტე იყოს: მათი მხსნელიდა უფალი, მათი კლდე, მათი სიმაგრე და თავშესაფარი!

როგორც ისრაელიანებს მიუძღოდი უდაბნოში: დღე-ღრუბლის სვეტით და ღამე ცეცხლის სვეტით მთელი გზა, ვლოცულობ, რომ ასევე წარუძღვე ისმაელიანებს გოლგოთის ჯვრის სინათლით და გაუძღვე მათ უსაფრთხოდღვთის ტახტამდე, რათა ჰალელულია შესძახონ და განადიდონ იესოს სახელი!

ო, ცოცხალი ღვთის სულოწმიდა, მრავალი მუსლიმი მოიყვანე ამ კვირის განმავლობაში ქრისტეს სამეფოში!გადააქციე მათი დარდი და მწუხარება სიხარულად და ცეკვად (ფსალმუნი 30:11), მათი სიბნელე – სინათლედ დამათი წყვდიადი – დღის ნათელად (ესაია 58:10).

ჩვენი უფლისა და მხსნელის სახელით, ამინ!

აღთქმა

ხრიოკ ველზე გავლისას წყაროს აღმოაჩენენ და კურთხევით დაფარავს მათ შემოდგომის წვიმა (ფსალმუნი84:6).