ამ კვირაში ვლოცულობთ

შეიხი მუჰამედ მენსურის მემკვიდრეობისთვის

მუჰამედ მენსურმა ისლამური სკოლა წარჩინებით დაასრულა. მან გააგრძელა სწავლა, რათა მეჩეთის იმამი(ლიდერი) გამხდარიყო სუჰაგში, სამხრეთ ეგვიპტეში. მოგვიანებით, მან თავად დააარსა ისლამური სკოლა.

თუმცა როგორღაც იგრძნო საჭიროება, რომ გაენადგურებინა `ქრისტიანთა რელიგია~. ამის გასაკეთებლადიგი ბიბლიის წაკითხვით მოემზადა, მაგრამ ღვთის სიტყვის წაკითხვისას, მან ჭეშმარიტება აღმოაჩინა. ეჭვთან, დაბნეულობასთან და მღელვარებასთან ბრძოლის მერე, მივიდა დასკვნამდე: ქრისტეა სამყაროსმხსნელი.

მისი ქალაქი და ოჯახი რისხვით აღივსნენ მის წინააღმდეგ, მაგრამ ვერსად იპოვეს, რადგან კაიროშიწასულიყო მოსანათლად. ბიძამისი უკან გაჰყვა და ეცადა, მოეკლა. თუმცა სასწაულებრივად, არც კიდაშავებულა. მან გაბედულად დაუმოწმა ბიძამისს და შემდეგ კეთილად მიაცილა მატარებლის სადგურამდე.

შეიხი მენსური სახარების მქადაგებელი გახდა მაშინ, როცა ერთ დროს მის განადგურებას ცდილობდა. მრავალი წლის განმავლობაში, იგი მოგზაურობდა მთელს ეგვიპტეში და მუსლიმებსა და არამუსლიმებს უფალიესომდე მიუძღოდა. მან მისი ძმაც კამილიც მიიყვანა ქრისტემდე. ჩემი სტუდენტობისას ხშირად მესმოდარომ შუა აღმოსავლეთის ყველაზე დიდ ეკლესიაში არა ერთხელ წარძღოლია კამილი ლოცვას.

ლოცვა

ჩვენო ზეციერო მამა, როგორი მადლიერები ვართ შენი მადლის გამო! შენი გზები განუზომელია, შენისიყვარული ღრმაა. მადლობას გიძღვნით შეიხი მუჰამედ მენსურის სიცოცხლისა და მემკვიდრეობისთვის!გვინდა, კიდევ უამრავი მისი მსგავსი ადამიანი ვიხილოთ!

მოგვეცი ისეთი გაბედულება, რამაც მენსური მეჩეთის კათედრიდან ქრისტიანული ეკლესიებისკათედრამდე მიიყვანა, სადაც ქადაგებდა იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელისა და უფლის შესახებ! მოგვეცისიბრძნე და კეთილშობილება, როგორიც მას ჰქონდა, არასდროს შეურაცხყოფდა მუსლიმებს, მაგრამ ნაზადდა რბილად მიუძღოდა მათ იესოს ჯვრისკენ!

გვცხე შენი სულიწმიდით, რომ ვიყოთ ეფექტური მაუწყებლები და დავინახოთ უფალი იესო ქრისტე როგორშეცვლის უამრავი მუსლიმის ცხოვრებას! ამინ!

აღთქმა

კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონისსიხარულში (მათე 25:21).