2023 Praying for Muslims – Georgian (Page 3)

2023 Praying for Muslims – Georgian (Page 3)

პარასკევი, 5 მაისი, 2023

ამ კვირაში ჩვენ ვლოცულობთ რუთის  მეფის ბებიის მსგავსი ქალებისთვის რუთი ახალგაზარდა ასაკში დაქვრივდა. იგი მოაბელი იყო. როცა ნაყომმა, მისმა ებრაელმა დედამთილმა,გადაწყვიტა, დაეტოვებინა მოაბი და უკან, ისრაელში დაბრუნებულიყო, რუთმა დაიჟინა, რომ მას გაჰყოლოდა. მანგაბედულად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ამ ორ ერს შორის არსებული მტრობისშესახებ. როცა ეს ორი ქალბატონი ბეთლებში ჩავიდა, მთელი ქალაქი ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო. არც ისე დიდი ხსნისშემდეგ, რუთი ბოყაზთან ერთად აღმოჩნდა სადილად, რომელიც გავლენიანი მიწათმფლობელი იყო. მოვლენებისწრაფად განვითარდა და ბოყაზი რუთზე დაქორწინდა. მათ ეყოლათ ძე, რომელიც შემდეგ…

პარასკევი, 28 აპრილი, 2023

ამ კვირაში ჩვენ ვლოცულობთ პერპეტუას მემკვიდრეობის შესახებ ვიბია პერპეტუა 22 წლის მშვენიერი გოგონა იყო,  რომელსაც პატარა შვილი ჰყავდა. ის კართაგენში ცხოვრობდა, სადაც ახლა ტუნისია, ჩრდილო აფრიკაში. მამამისი და მისი ოჯახი საზოგადოების საპატიო წევრები იყვნენ. მასაცკარგი განათლება ჰქონდა მიღებული. იმ პერიოდში, როცა რომაელი მმართველები სასტიკად აწამებდნენ ქრისტიანებს, პერპეტუამ საკუთარისიცოცხლე ქრისტეს მიუძღვნა და ძალიან ძლიერი მორწმუნე გახდა. ამის გამო, ის დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს, სადაც, სხვებთან ერთად სიკვდილი მიესაჯა. მამამისი სხვებთან ერთად ეხვეწებოდა მას, რომ უარეყო, მაგრამ ისმტკიცედ იდგა თავის აზრზე. ახ.წ.…

პარასკევი, 21 აპრილი, 2023

ამ კვირაში ჩვენ ვლოცულობთ მარხვის დამთავრების ზეიმისთვის მუსლიმები ერთ თვიან მარხვას, რამადანს ზეიმით ასრულებენ, რომელსაც იდ ალ-ფიტრი ეწოდება დამუსლიმური ქვეყნების ეროვნული დღესასწაულია. აღარანაირი მკაცრი თავშეკავება საკვებისა და სასმელისგან. დარდიანი განწყობა სიხარულად იქცევა. ოჯახის წევრები ერთად იკრიბებიან. ხალხი მოწყალებას გასცემსგაჭირვებულთათვის. თუმცა უჩვეულო არ არის, როცა ამ ზეიმისა და დღესასწაულის დროსაც ადამიანები თავს ცარიელად დაარასრულად გრძნობენ. ლოცვა კურთხეულ იყოს შენი სახელი ზეცაში, ღმერთო! (ეზეკიელი 3:12) შენ ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, ერთადერთიღმერთი, რომელიც ღირსია ქებისა და თაყვანისცემის! შენ ხარ ნამდვილი სიხარულისა და მშვიდობის წყარო;…

პარასკევი, 14 აპრილი, 2023

ამ კვირაში ვლოცულობთ ძალის ღამის შესახებ რამადანის თვის 27-ე დღეს მუსლიმური კალენდრით `ძალის ღამე~ ეწოდება. იგი ასახავს იმ დღეს, როცაგადმოცემის თანახმად მუჰამედმა პირველად მიიღო გამოცხადება ყურანის შესახებ ჯიბრილ (გაბრიელ) ანგელოზისგან. ამ ღამით, როცა მუსლიმები ზეიმობენ, მათ განსაკუთრებული მოლოდინის განცდა აქვთ. ბევრიმათგანი დროს გამოყოფს ყურანის ციტირებისთვის და სპეციალური ლოცვებისთვის. მათ სჯერათ რომ ეს ღამეაღემატება თაყვანისცემაში გატარებულ 1000 თვეს. ზოგიერთი ამბობს, რომ ამ დღეს ხილვებსა და სიზმრებს ხედავს. რამდენიმე დღეში, მუსლიმები დაამთავრებენ რამადანის ერთთვიან მარხავს. ლოცვა ო, ყველა კურთხევის, წყალობისა და მადლის…

პარასკევი, 7 აპრილი, 2023

ამ კვირაში ვლუცულობთ მუსლიმების მიერ ჯვრის უარყოფის შესახებ დღეს ვიხსენებთ ქრისტეს ჯვარცმას, იმ ერთადერთ გზას, რომლის მეშვეობითაც ჩვენ საუკუნო სიცოცხლე გვაქვს. ისლამი უარყოფს იესოს ჯვარზე სიკვდილს. ყურანი ამბობს, რომ ის არასდროს ყოფილა ჯვარზე გაკრული, რომარასდროს მომკვდარა და რომ ამის ნაცვლად, ღმერთმა პირდაპირ ცოცხლად წაიყვანა ზეცაში. მუსლიმები ამას იმითგანმარტავენ, რომ ღმერთი არ დაუშვებდა იესოს, კეთილი წინასწარმეტყველის სიკვდილს ასეთი დამამცირებელისიკვდილით ჯვარზე, იმ ცოდვებისთვის, რაც სხვებმა ჩაიდინეს. მუსლიმები ვერ ხედავენ ადამიანის ცოდვილი ბუნების სერიოზულობას, შესაბამისად გამოსყიდვისსაჭიროებასაც უარყოფენ. მათთვის ჯვარი სისულელეა (1 კორინთელთა 1:8-25).…

პარასკევი, 31 მარტი, 2023

ამ კვირაში ჩვენ ვლოცულობთ რომ მუსლიმურმა ქალაქებმა მიიღონ ქრისტე ამ კვირას დასავლური ქრისტიანული სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ჩვენ გვახსოვს, რომ იესოდიდებით შევიდა იერუსალიმში, თუმცა ამავდროულად თავმდაბლურად, ვირზე ამხედრებული. ხალხი სიხარულსვერ მალავდა. ისინი მის შესახვედრად გამოვიდნენ, ხელში პალმის რტოებით, საკუთარ ტანსაცმელს უფენდნენგზაზე. ხმას იმაღლებდნენ მის განსადიდებლად და საქებრად. სწორედ ასე ხვდებოდნენ ხოლმე დამპყრობლებსა დამეფეებს, როცა გამარჯვებულები ბრუნდებოდნენ მშობლიურ ქალაქებში. ლოცვა უფალო იესო ქრისტე, დიდებულო და ყოველისშემძლეო მხსნელო, შენ თავი დაიმდაბლე, რათა მწყალობელიყოფილიყავი ჩვენს მიმართ! შენ თავი დაიმცირე, რათა ჩვენი გამომსყიდველი ყოფილიყავი!…

პარასკევი, 17 მარტი, 2023

ამ კვირაში ვლოცულობთ მერათ სულთანის, პოლიციის უფროსის მემკვიდრობისთვის თაბრიზში მერათ სულთანი დაიბადა ირანის შაჰის სასახლეში 1876 წელს. იგი გახდა პოლიციის უფროსი და თაბზირის ჯარის ხელმძღვანელი ირანში. როცა რუსებმა დაიპყრეს ის ტერიტორია, მათ სულთანისმოკვლა დაგეგმეს. იგი გაიქცა, მაგრამ იმის გამო, რომ თოვდა, სომეხი მღვდლის სახლში გაჩერდა. მღვდელი 40 დღისგანმავლობაში მასპინძლობდა მას. როცა სულთანმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო თავის მაძებრებს გაქცეოდა, მღვდელმა უთხრა, რომ მთელი იმდროის განმავლობაში რაც მასთან გაატარა, იგი ლოცულობდა მისი დაცვისთვის და მშვიდობიანი დაბრუნებისთვისთავის ოჯახთან. შემდეგ, მღვდელმა სთხოვა ფიცი…

პარასკევი, 10 მარტი, 2023

ამ კვირაში ვლოცულობთ ლიბანისთვის ორი საუკუნის წინ, დასავლეთიდან მისიონერებმა დაიწყეს შუა აღმოსავლეთში ჩამოსვლა და ლიბანი იყოადგილი, რომელზეც მათ არჩევანი შეაჩერეს. იგი იმ დროს სირიის ნაწილი იყო, თურქ-ოსმალების მმართველობისქვეშ. ღვთის დახმარებითა და სულიწმიდის ძალით, მისიონერებმა დიდი ნაყოფები დაინახეს შემდეგიათწლეულების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩვენგანს მათ შესახებ არ სმენია, ისეთი ადამიანებიროგორებიც არიან: ბლისი, იესუფი, სმიტი და ვან დიკი, იყვნენ მანათობლები მისიონერთა ქრონიკებში. მათშესწირეს ყველაფერი, ბევრი იტანჯეს, გაიარეს მუქარა, შიმშილი, ავადმყოფობა და კიდევ უამრავი სხვა პრობლემა. ღმერთმა თავისი მადლით აკურთხა ისინი და…

პარასკევი, 3 მარტი, 2023

ამ კვირაში ვლოცულობთ მუსულმანებისთვის რათა გაიცნონ იესო, კეთილი მწყემსი ღვთის სიტყვაში იესოს ბევრი სახელი აქვს და სხვადასხვანაირადაა აღწერილი. მაგალითად, იესო საკუთარ თავს„კეთილ მწყემსს“ უწოდებს (იოანე 10:14). რამხელა პრივილეგიაა ვიცნობდეთ მას, როგორც იმ ერთადერთს, ვინცზრუნავს ჩვენზე, რომელიც ხასხასა მოლზე დაგვასვენებს და წყნარ წყლებზე წაგვიძღვება, რომელიც სულსდაგვიწყნარებს და სიმართლის კვალზე გვატარებს (ფსალმუნი 23:1-3). ისაა ერთადერთი, რომელიც იქამდე ეძებსდაკარგულ ცხვარს, სანამ არ იპოვის (ლუკა 15:4). და ისაა ერთადერთი, რომლმაც საკუთარი სიცოცხლე დადო თავისიცხვრებისთვის (იოანე 10:11,15). ლოცვა უფალო იესო ქრისტე, მადლობა შენი დიდი სიყვარულისთვის!…

პარასკევი, 24 თებერვალი, 2023

ამ კვირაში განვადიდებთ ღმერთს, ჩვენს დამცველს მოსე აფრიკელ ქალზე დაქორწინდა. მისი ოჯახი სულაც არ იყო ბედნიერი, რაც შესაძლოა რასიზმით იყოგამოწვეული. ისინი მის წინააღმდეგ ლაპარაკობდნენ. მაგრამ ღმერთი ჩამოვიდა მის დასაცავად (წაიკითხეთისტორია რიცხვნის მე-12 თავში). როცა ისეთ სიტუაციაში ხარ, სადაც ადამიანები შენს წინააღმდეგ ლაპარაკობენ, მიენდე ღმერთს, რადგანისაა შენი დამცველი. არ აქვს მნიშვნელობა ისინი დაგცინიან და არასწორად გეპყრობიან, იმის გამო რომქრისტიანი ხარ, შენი ეთნიკური წარმომავლობის გამო თუ რაიმე სხვა მიზეზით, შენს მამას ზეცაში ესმის დახედავს. ღმერთს შეუძლია, მოგცეს სიბრძნე, მოთმინება და გამძლეობა, რათა…