ამ კვირაში ჩვენ ვლოცულობთ

ყაქორის ველის შესახებ

ყაქანი ისრაელის არმიაში მახურობდა იეშუას პერიოდში. მას შემდეგ, რაც ღვთის ერმა მოიგო ომი მტრისწინააღმდეგ, მან მოიპარა იმ ნადავლიდან, რაც ღვთისთვის მიძღვნილი უნდა ყოფილიყო. მისმა ქმედებამპრობლემები, განსაცდელი და ნგრევა გამოიწვია მასზე და მის ხალხზე. როგორც სასჯელი, იგი ყაქორის ველზეჩაქოლეს, რაც უბედურების ან განსაცდელის ველს ნიშნავდა (იეშუა ნავეს ძე 7:24-26).

სატანამ რეალურად ერის დიდი ნაწილი მოიპარა, ადამიანთა მთელი ჯგუფი, რომელიც ქრისტესთვისმიძღვნილი უნდა ყოფილიყო. ღმერთს შეუძლია, ტრაგედია შემოაბრუნოს და მუსლიმები მისი საყვარელი ძისსამეფოში მოიყვანოს.

ლოცვა

ისტორიის ღმერთო, მოვლენების მთავარო არქიტექტორო, ვლოცულობთ, რომ დაამოწმო შენი ძალა დადიდება! წმიდა გაბედულებით გიახლოვდებით შენი ჯვრის მეშვეობით. სიხარულითა და მადლიერებით ქედსვიხრით შენ წინაშე. ჩვენ ვაღიარებთ, რომ უღირსები ვართ შენი მადლისა და წყალობისადმი.

ვლოცულობთ ძლიერი მტრის წინააღმდეგ, მაგრამ შენ ხარ ყოვლისშემძლე უფალი და მეფე! სატანამწარიტაცა, რაც მას არ ეკუთვნოდა. მან დაატყვევა მუსლიმები. იმის გამო, რომ ისინი იესოსგან შორს არიან, ისინი მტრის მმართველობისა და ძალის ქვეშ იმყოფებიან.

გადმოხედე ზეციდან და დაინახე ისლამის შვილების მდგომარეობა! შეიწყალე ისინი და გამოუგზავნე შენისული, რომ გაასამართლოს და წარუძღვეს უსაფრთხოდ ქრისტესკენ, ერთადერთი მხსნელისა და უფლისკენ!

დაე, დაუბრუნდნენ ღმერთს, რომელმაც შექმნა ისინი, მათ გამომსყიდველს! გაათავისუფლე ისინი!ყოვლისშემძლე მხსნელო, აასრულე აღთქმა, რაც დაგვიდე შენს სიტყვაში, რომ შარონი გახდება საძოვარი დარომ ყაქორის ველი, ნახირის მოსასვენებელი ადგილი იმ ხალხისთვის, ვინც გეძებს შენ! (ესაია 65:10)

იესოს სახელით, ამინ!

აღთქმა

ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე კი იმისთვის მოვედი, რომსიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ… მივცემ იქ….ყაქორის ხეობას, როგორც იმედის ზღურბლს (იოანე10:10; ოსია 2:15).