ამ კვირაში ვლოცულობთ
რაციონალურ აზროვნებაზე ისლამში
მუსლიმებს მოეთხოვებათ, ბრმად დაემორჩილონ და მიჰყვნენ ისლამის რელიგიურ წესებს, ისე, რომ არგანსაჯონ და შეკითხვა არ დასვან. რელიგიური ტექსტის კრიტიკული წაკითხვა აკრძალულია. მუსლიმურისკოლების უმრავლესობა მტკიცედ ემყარება ყურანის, ისევე როგორც სხვა მასალის დაზეპირებას.
ძირითადი ისლამი ცდილობს, შეამციროს შეკითხვების დასმა რელიგიის შესახებ, სწამთ რა, რომ „იფიქრო, ნიშნავს იყო ურწმუნო“.[1] ამრიგად, არავინ არ უნდა განიხილოს ან იკამათოს, უბრალოდ უნდა მიიღოს. რაციონალური ფიქრი მიჩნეულია როგორც „ვირი; შენ მას იყენებ მხოლოდ მეფის სასახლემდე მისასვლელად. იმისათვის, რომ შეხვიდე, იგი კარიბჭესთან უნდა დატოვო. ისლამი მეფის სასახლესავითაა. შენ უნდა დატოვოშენი განსჯა [კარიბჭესთან] იმისათვის, რომ შეხვიდე [ისლამში] ღვთის რელიგიაში!“[2]
ლოცვა
უფალო, ღმერთო, ჩვენო შემოქმედო, დიდება, ქება და პატივი შენ გეკუთვნის! შენ შეგვქმენი რაციონალურქმნილებებად გასაოცარი გონებით, რათა ვიაზროვნოთ და ვიფიქროთ. მადლობას გიხდით და განგადიდებთამისათვის!
შენ სიამოვნებას არ განიჭებს, როცა ხედავ, როგორ იღუპებიან ადამიანები ქრისტეს იმედის გარეშე(ეზეკიელი 18:23). ვლოცულობ მუსლიმებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ღმერთსა და მათ საზოგადოებასღალატობენ, თუკი შეკითხვები გაუჩნდებათ მათი რელიგიისადმი.
გაათავისუფლე მათი გონება ამ ბორკილებისგან! მიეცი მათ გამჭრიახი გონება! (1 პეტრე 4:7) მიანიჭე მათსიბრძნე, რომ გადაწყვიტონ, იცხოვრონ იმ ერთისთვის, ვინც მოკვდა მათ სახსნელად. დაე, ქრისტე, ქვეყნიერების სინათლე ანათებდეს მათ გულებში მისი საიმედო სიყვარულით და საუკუნო წყალობით! დაე, მათ მიიღონ იესო საკუთარ უფლად და განიცადონ მისი პატიებისა და სიყვარულის სიხარული!
შენი დიდი მოწყალებით ნუ მიატოვებ მუსლიმებს უდაბნოში! (ნეემია 9:19) წარუძეხი მათ შენი სინათლითჯვრამდე! დაეხმარე მათ, უყვარდეთ უფალი, მათი ღმერთი მთელი თავიანთი გულით, მთელი სულით დამთელი გონებით! (მარკოზი 12:30)
იესოს დიდებული და ყოვლისშემძლე სახელით. ამინ.
აღთქმა
გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველიდა სრულყოფილი (რომაელთა 12:2).
[1] არაბულში: alfikru kufron!
[2] The Closing of the Muslim Mind, , p. 116 &