პარასკევი, 8 სექტემბერი, 2023

პარასკევი, 8 სექტემბერი, 2023

ამ კვირაში ვილოცებთ

რეჟისორებისთვის

მუსლიმურ ქვეყნებში

ფილმებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მრავალ ენაზე იღებენ. რეჟისორებს შეუძლიათ გავლენაიქონიონ კულტურების ჩამოყალიბებასა და ფორმირებაზე. არ აქვს მნიშვნელობა ეს სრულმეტრაჟიანიფილმია, დოკუმენური თუ სხვა ტიპის, ისინი შთაბეჭდილებას ახდენენ ხალხზე. ბავშვები და ახალგაზრდებიცდილობენ, მიბაძონ: ფილმის გმირების ქცევებს, ჩაცმულობას, ენას და ა.შ.

ყოველ წელს უამრავ ფილმს, საპნის ოპერასა თუ სატელევიზიო სერიალს იღებენ მუსლიმურ ქვეყნებში. ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ, რამხელა გავლენა აქვთ მასში ჩართულ ადამიანებს. ძალადობა ეკრანებზემოქმედებს ადამიანის განცდებზე და ზრდის სისასტიკეს; სექსი ხელს უწყობს უპასუხისმგებლობასადამიანებს შორის ურთიერთობებში; ღალატი და ორგულობა უარყოფითად მოქმედებს ადამიანთა წრფელმიდრეკილებებზე; და ეს სია გრძელდება. ნამდვილად ძლიერი კავშირია იმას შორის, თუ რას ვუყურებთ ჩვენსოთახში და რას ვაკეთებთ შემდეგ დღეს?!

ლოცვა

ზეციერო მამა, ვლოცულობთ, რომ მრავალი რეჟისორი მიიზიდო შენს სამეფოში! ჩვენ ვშუამდგომლობთმათთვის მთელს მსოფლიოში: კაცებსა და ქალებზე, სცენარისტებზე, პროდუსერებზე, რეჟისორებზე, მსახიობებზე, ტექნიკურ ჯგუფზე და ყველა სხვაზე. დაე, მოვიდნენ ისინი ქრისტესთან და გამოიყენე მათინიჭები, რათა ეს კულტურები ღვთის მოშიშებისკენ შემოაბრუნონ.

მაგრამ, განსაკუთრებით, ვლოცულობ მუსლიმური ქვეყნებისთვის. დაე, განიცადონ ქრისტეს ხსნა დაგანმათავისფლებელი ძალა! აავსე ისინი სულიწმიდით, რათა, რასაც ადამიანებს შესთავაზებენ, მოიზიდოსმაყურებელი ქრისტემდე! დაე, აღწერონ გმირები, რომლებიც ბიბლიურ ღირებულებებსა და ქმედებებსწარმოაჩენენ! დაე, მათ აირჩიონ მოვლენები და თემები, რაც დიდებას მიუძღვნის იესოს სახელს!

ეს შეიძლება უფრო ამბიციურად ჟღერდეს, ვიდრე შესაძლებლად, ჩვენი შეზღუდული ადამიანებისთვის, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ შენ ყოვლისშემძლე ხარ და ყველაფერი შეგიძლია. შენთვის ყველაფერიშესაძლებელია. შენია შეუძლებლის შესაძლებლად გადაქცევა!

ვლოცულობ ყოვლისშემძლე იესოს სახელით.

აღთქმა

რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის გაძლიერებულ ლოცვას (იაკობი 5:16).