პარასკევი, 1 სექტემბერი, 2023

პარასკევი, 1 სექტემბერი, 2023

ამ კვირაში ვლოცულობთ

ქრისტიანი მოახლეებისა და მსახურებისთვის,

 რომლებიც მუსლიმურ სახლებში მუშაობენ

ბოლო წლებში მუსლიმურ ქვეყნებში ძალიან ბევრი ადამიანი გამდიდრდა ნავთობითა და სხვაწყაროებიდან მიღებული შემოსავლით. ასეთი კეთილდღეობის ნიშნებია: სასახლის სტილის სახლები, ექსტრავაგანტული მანქანები, უამრავი რაოდენობის მსახურები სახლში და ა.შ.

ძალიან ბევრი კარგად მცხოვრები ოჯახი, დამოკიდებული გახდა მათ ოჯახში შემოსულ მუშახელზე. ზოგიერთი მოახლე და მსახური ისეთი ქვეყნიდანაა, სადაც სრული თავისუფლება ან შედარებითთავისუფლება აქვთ სახარებისადმი, როგორიცაა ფილიპინები, ინდოეთი, შრი ლანკა და ტაილანდი.

ბიბლია ჰყვება ისტორიას გოგონაზე რომელიც ებრაელი ტყვე იყო და არამის ჯარების მხედართმთავრისსახლში მოახლედ იდგა. მან თავმდაბლობით, თუმცა ეფექტურად დაუმოწმა თავის ბატონს ჭეშმარიტი ღვთისძალის შესახებ. მისი ბატონი განიკურნა, ღვთისკენ მოექცა და ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემა დაიწყო (2 მეფეთა 5:1-19).

მიჩნეულია, რომ 2 მილიონი აზიელი მოახლე მუშაობს სპარსეთის ყურეს არაბულ ქვეყნებში. ზოგიერთი ამმსახურთაგან, ხელახლა შობილი ქრიატიანია და გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მათ შეუძლიათ იყვნენდიდებული მისიონერები, რომ დაამოწმონ ძლევამოსილად, თავიანთი ცხოვრებითა თუ სიტყვით.

ლოცვა

ო, თავმდაბლისა და ღარიბის მწყემსო, მომყავს შენს წინაშე ქრისტიანი მოახლეები და მსახურები, რომლებიც მუსლიმურ ოჯახებში მუშაობენ! იყავი მათი ძალა და ფარი, ო, უფალო ღმერთო! დაიცავი ისინიმტრისგან, რომელიც მათ დამარცხებასა და განადგურებას ეცდება!

მიეცი მათ სიყვარული და თანაგრძნობა მათი დამსაქმებლებისადმი! დაეხმარე მათ, იყვნენ წრფელები დაჭეშმარიტები! აავსე ისინი შენი სულით, რომ იცხოვრონ ისეთი ცხოვრებით, რაც პატივს მიაგებს იესოსსახელს! აავსე მათი სულები გაბედულებით და ჯვრის გამათავისუფლებელი ძალით, რომ მოყვნენ უდიდესიისტორია!

დაეხმარე მათ ამ სულიერად უნაყოფო მიწაზე, რომ იპოვონ სიცოცხლისუნარიანი ქრისტიანული ჯგუფები, რაც გამოკვებავს მათ და დაეხმარება: გაიზარდნონ და განაგრძონ შენი ერთგულად მსახურება. შენისახელით, ამინ!

აღთქმა

დაქანცულს ძალას აძლევს და უძლურს ძლიერებას ჰმატებს…. გავამაგრებ მათ უფალში და ივლიან მისისახელით (ესაია 40:29; ზაქარია 10:12).