პარასკევი, 25 აგვისტო, 2023

პარასკევი, 25 აგვისტო, 2023

ამ კვირაში ვლოცულობთ
ისლამის მიერ მამა ღვთის იდეის უარყოფის შესახებ

არც ერთ წინასწარმეტყველსა თუ მღვდელს, მეფესა თუ დიდ ლიდერს არ უთქვამს ჩვენთვის, რომგაგვებედა და ღვთისთვის მამა დაგვეძახა, გარდა იესოსი. ისაა ერთადერთი, ვინც გვასწავლა, რომ ღმერთს, ჩვენს შემოქმედს, მამა უნდა დავიძახოთ.

ძველ აღთქმაში, ეს ურთიერთობა მხოლოდ რამდენჯერმეა ნახსენები (მაგალითად, განმოსვლა 4:22-23; 2 სამუელი 7:14). მაგრამ სახარებებში, იგი ნახსენებია 165-ჯერ.

იესოს სურდა, რომ ჩაენერგა ჩვენში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის მამობა. ეს უბრალო კრედოარაა. ესაა ურთიერთობა, რომელიც ცენტრალურია ჩვენი ახალი ცხოვრებისთვის ქრისტეში და აუცილებელიჩვენი თაყვანისცემისთვის მისადმი.

მუსლიმები სრულად უარყოფენ ამ შეხედულებას და მას ღვთის გმობად მიიჩნევენ.

ლოცვა

ღმერთო, ჩვენო მამა, დიდება, ძალა და პატივი მხოლოდ შენ! (გამოცხადება 5:13) ჩვენ ცოდვაში ვიყავითდაკარგულები, იმედისა და ღვთის გარეშე, მაგრამ ქრისტემ ღვთის ოჯახის წევრები გაგვხადა (ეფესელთა2:12,19).

ჰალელუია! ჩვენ ღვთის შვილები ვართ (1 კორინთელთა 3:1-2).

როგორი კურთხევაა შენთან მოსვლა?! მეფეთა მეფეო და უფალთა უფალო, საუკუნო მეფევ, უკვდავო, უხილავო და დაგიძახოთ „მამა“! მადლობა ჩვენი მიღებისთვის, შეცვლისთვის და შენს შვილებადგარდაქმნისთვის!

ვლოცულობ, რომ დაეხმარო მუსლიმებს თავიანთი რწმენა იესოზე დადონ და განიცადონ შენი სიყვარულიდა მოწყალება. შენ ელოდები, მათ რომ მოვიდნენ მონანიებითა და რწმენით და მიიღონ შენი ძე. შენ მზადხარ, შეცვალო ისინი და შენს შვილებად აქციო.

დაგვეხმარე, უფალო, ღმერთო, რომ პატივი მოგაგოთ, რომ ვიცხოვროთ, ვიმოქმედოთ და ვილაპარაკოთისე, როგორც შენს შვილებს შეშვენით. ჩვენი უფლისა და მხსნელის სახელით, ამინ!

აღთქმა

მამა ხარ ჩემი, ჩემი ღმერთი და ხსნის კლდე (ფსალმუნი 89:26).