პარასკევი, 18 აგვისტო, 2023

პარასკევი, 18 აგვისტო, 2023

ამ კვირაში ვლოცულობთ
მუსლიმური ხალხური რწმენებისა და გამოხატულებებისთვის

იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ სიტუაციებს, რის წინაშეც აღმოჩნდებიან, მუსლიმთა დიდი ნაწილიაგდებით ეკიდება ჯოჯოხეთს. განათლებული და გაუნათლებელი, მდიდარი და ღარიბი, ყველა რაღაც ფორმითჩართულია ხალხურ რწმენებსა და გამოხატულებებში. ამის მაგალითებია სულებთან კავშირი და ჯინი, მკვდარი წმიდანებისგან დახმარების ძიება, ჯადოქრობაში მონაწილეობა, შელოცვები, მომავლის განჭვრეტა, მაგია და გრძნეულობა. ამ ყველაფერს ასრულებენ ამულეტები, ომენები და როზარიები. ისინი მიდიანწმიდანების საფლავებზე, სადაც ქვიშის წაკითხვისა და გველის მოჯადოების რიტუალებს ატარებენ.

ადამიანები მიმართავენ ამ რწმენებს და გამოხატულებებს, რათა მიიღონ მიმართულება და კურთხევა, მოიხსნან წყევლა ან შური იძიონ. ზოგიერთი ისლამის რელიგიური ლიდერი ცდილობს შეამციროს ხალხშიმსგავსი გამოხატულებები, მაგრამ მათი ფესვების პოვნა ყურანშიც შეგვიძლია და მუჰამედის ცხოვრებიდანამბებშიც.

ლოცვა

ყოვლისშემძლე ღმერთო, ვლოცულობ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დემონური გამოხატულებებითაადატყვევებული! გაათავისუფლე ისინი კრავის სისხლით, რათა მიიღონ ახალი სიცოცხლე ქრისტეში! დაე, შენმა მშვიდობამ და სიხარულმა აავსოს მათი გულები და განდევნოს ყველა შიში და აღელვება! ო, გამარჯვებულო მხსნელო, დაე, ეს ადამიანები გათავისუფლდნენ სატანის ხელიდან, რომელიც მანიპულირებსმათით და ისეთი გამოცდილებისკენ მიჰყავს, რაც ვერასდროს დაარწყულებს მათ მწყურვალ გულებს.

ვლოცულობ, რომ ზებუნებრივისადმი მათი გახსნილობის გამო, მობრუნდნენ იესო ქრისტესკენ, ყოვლადძლიერი მხსნელისა და უფლის, მოსიყვარულე ღვთისა და მეგობრისადმი, რომელიც ყოველთვისჩვენთანაა. აავსე ისინი სულიწმიდით! დაამოწმე სულიწმიდის ნიჭებით მათ ცხოვრებაში! ჩაანაცვლე მათიმაგიაზე გაფლანგული ძალისხმევა, წინასწარმეტყველური სიტყვით უფლის სულისგან. მიეცი მათ ხედვებიზეციდან.

მე ასევე ვშუამდგომლობ იმ მორწმუნეებისთვის, რომლებიც ისლამიდან მოვიდნენ შენთან. სრულადგაათავისუფლე ისინი და მიეცი მათ გამარჯვება, რათა აღარასდროს ცდუნდნენ, რომ მიმართონ ასეთსაზიზღარ, საძაგელ ქმედებებს.

ვლოცულობ იესოს ყოვლისშემძლე სახელით, ამინ!

აღთქმა

მაგრამ ასე ამბობს უფალი: „ძლევამოსილსაც წაართმევენ ტყვეებს და სასტიკსაც გამოაცლიან ნადავლს“(ესაია 49:25).