პარასკევი, 11 აგვისტო 2023

პარასკევი, 11 აგვისტო 2023

ამ კვირაში ვლოცულობთ მუსლიმთა იდეისთვის
ღვთის უტყუარობის შესახებ

ღმერთი არასანდოა? ატყუებს იგი ადამიანებს? ესაა, რასაც ისლამი ასწავლის. ყურანი ამბობს, რომღმერთი ცბიერია: „ისინი იყვნენ მზაკვრები და ღმერთიც იყო მზაკვარი. მაგრამ ღმერთი საუკეთესოამზაკვრებს შორის“;[1]  „მხოლოდ ხელმოცარულები გრძნობენ თავს ღვთის ცბიერებისგან დაცულად.“[2]

აბუ-ბაქრი იყო პირველი მამაკაცი ვინც ისლამი მიიღო და წინასწარმეტყველის უახლოესი კომპანიონი იყო. იგი მოგვიანებით, პირველი მუსლიმი ხალიფა გახდა მუჰამედის შემდეგ. მან ერთხელ დაიფიცა, რომარასდროს ენდობოდა ღვთის ცბიერებას, მაშინაც კი, თუკი ერთი ფეხი უკვე სამოთხეში ექნებოდა. მანიგულისხმა, რომ არასდროს იგრძნობდა თავს ღვთის მზაკვრობისგან დაცულად, გარდა იმ შემთხვევისა, როცაორივე ფეხი სამოთხეში ექნებოდა![3]

ლოცვა

დიდება და პატივი, ძალა და განდიდება შენ, უფალო, ღმერთო, ჩვენო მამა, ერთადერთო ჭეშმარიტოღმერთო! შენ ერთგული ხარ. შენი გზები სრულყოფილი, შეუმცდარი და სწორია. შენ არ იქცევი არასწორად(მეორე რჯული 32:4; გამოცხადება 15:3). შენში არ არის ტყუილი (1 სამუელი 15:29; ებრაელთა 6:18). შენ არცრუობ (ტიტე 1:2).

შენ არ იცვლი აზრს (რიცხვნი 23:19; იაკობი 1:17). შენ იგივე ხარ: გუშინ, დღეს და საუკუნოდ (ებრაელთა 13:8).

მართალი ხარ ყველაფერში, რასაც აკეთებ (ფსალმუნი 145:17). შენ პატივის ღირსი ხარ; ინახავ შენსაღთქმებს (მეორე რჯული 7:9; ფსალმუნი 105:8). შენი სიტყვა ჭეშმარიტია (იგავები 30:5). შენი აღთქმასარწმუნოა (ფსალმუნი 18:30).

დღიდან დღემდე, შენ გვიმოწმებ შენს წყალობასა და სიყვარულს ჩვენდამი. ჭეშმარიტად დიდია შენიერთგულება (გოდება იერემიასი 3:23).

დაეხმარე მუსლიმებს, დაინახონ: შენი ერთგულება, გამოსცადონ შენი სიყვარული და სიკეთე და მიიღონუსასყიდლო მადლი. დაეხმარე, გაგიცნონ, როგორიც ხარ: საკუთარი თავის გამცემი ღმერთი, მოსიყვარულე,მხსნელი და ზეციერი მამა.

შენი ძის, ჩემი უფლის და მხსნელის იესო ქრისტეს ამაღლებული სახელით, ამინ!

აღთქმა

„არ დავარღვევ ჩემს აღთქმას და ჩემი პირით ნათქვამს არ შევცვლი. ერთხელ დავიფიცე ჩემი სიწმიდით: არ ვეცრუები დავითს“ (ფსალმუნი 89:34-35).

[1] Quran 3:53; 8:29

[2] Quran 7:98.

[3] Khaled M. Khaled, Successors of the Apostle. Moqattam: 1970, p. 66, in Arabic.