პარასკევი, 4 აგვისტო, 2023

პარასკევი, 4 აგვისტო, 2023

ამ კვირაში ვლოცულობთ
მადრასას შესახებ

პირდაპირი გაგებით, მადრასა არის სკოლა, რომელიც ბავშვებს ისლამსა და ისლამურ საგნებს ასწავლის. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი საგანი მთლიანი ყურანის დაზეპირებაა. ისტორია, მათემატიკა, ენები დასხვა საგნები ძალიან ვიწრო, ყურანის პერსპექტივით ისწავლება. ასეთი სკოლები დიდად ვერ აძლევენცოდნას, რაც მეჩეთის გარდა სხვაგან დასაქმებულებს დასჭირდებათ და მათი სწავლების მეთოდებიდაზეპირებაზეა დაფუძნებული.

მადრასა ხშირად ხდება იდეოლოგიური ინდოქტრინაციის სანერგე, რომელიც ზეგავლენას ახდენსმოსწავლეებზე, რომ იყვნენ რადიკალურები თავიანთ ხედვაში და ფანატიკურები თავიანთ ქცევაში სხვებისმიმართ. იმ ბიჭების საშუალო რაოდენობა, რომლებიც ამ სკოლებში სწავლობენ, საკმაოდ დიდია, რაცგანგაშის ზარს უნდა სცემდეს მთელს მსოფლიოს. თავად მუსლიმურ ქვეყნებშიც კი, ზოგ შემთხვევაში, ხელისუფლება მსგავს სკოლებს მიიჩნევს, როგორც პრობლემების წყაროს და რადიკალიზმისა დატერორიზმის ინკუბატორი.

ლოცვა

ყველა ადამიანის შემოქმედო, შენ შეგვქმენი შენს სადიდებლად. თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს, რომადამიანები, რომლებიც მათ რწმენასთან არ მოდიან თანხვედრაში, უნდა მოკლან და მოაშორონ დედამიწისპირისაგან. შენი სიტყვა კარგად ამბობს: „ძალადობით აღივსო ქვეყნიერების ბნელი ადგილები“ (ფსალმუნი74:20).

სწორედ ამიტომ, უფალო, იესო ქრისტე, მშვიდობის ღმერთო, ვლოცულობთ მადრასას სკოლებისმფლობელებისთვის, მასწავლებლებისთვის, ადმინისტრაციისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ, გეგმავენ დაახორციელებენ ძალადობას, იხსენი ისინი, უფალო! შეაჩერე ძალადობის ტალღები, რომლებიც ამმოსწავლეების ცხოვრებაში იჭრებიან! დაე, ირწმუნონ ქრისტე და მისი მსხვერპლი ჯვარზე, შეცვალე მათიცხოვრება! დაე, გარდაიქმნან სულიწმიდის ძალით და გახდნენ ქრისტეს პატივისა და მშვიდობის ჭურჭლები!

აავსე ისინი შენი სიყვარულითა და სინათლით! დაე, შენი სული მკვიდრობდეს და მეფობდეს მათცხოვრებაში, იესოს სისხლის ძალით! დაე, მათმა სინათლემ იკაშკაშოს ქვეყნიერებაზე! იყვნენ ისინიმართლები და ერთგულები შენდამი და შენი სიტყვისადმი!

გახადე ისინი ღვთის სიყვარულისა და მსხვერპლის სახარების მსახურები! გაგზავნე ისინი, როგორცმშვიდობის სახარების მსახურები და მისიონერები!

აღთქმა

მშვიდობისან კაცს ეკუთვნის მომავალი (ფსალმუნი 37:37).