ამ კვირაში ვლოცულობთ შემდეგ გამოთქმაზე
მწყალობელი და შემბრალე
როცა მუსლიმები ამბობენ „მწყალობელი, შემბრალე ღვთის სახელით“, ბევრმა მუსლიმმა და მრავალმაქრისტიანმა არ იცის, რომ ეს სიტყვები ბიბლიიდანაა აღებული. ეს ფრაზა წარმოაჩენს იუდაიზმისა დაქრისტიანობის ადრეულ გავლენას მუჰამედზე. აი მაგალითად, სად გვხვდება ეს კომბინაცია ბიბლიაში: შემბრალე და მოწყალე (გამოსვლა 34:6); შემწყალე და მადლიანი (ფსალმუნი 86:15, 103:8; იაკობი 5:11); გულმოწყალე და შემბრალე (ლუკა 1:78).
ამრიგად, ეს არ არის ისლამური იდეა და ძალიან დიდი შეცდომა იქნება ბიბლიის მორწმუნეადამიანებისთვის, რომ უარყონ იგი და მუსლიმებს მიაწერონ.
ლოცვა
მწყალობელო და შემბრალე ღმერთო, ჩვენო ზეციერო მამა, დიდება და ქება შენ გეკუთვნის! შენშემოანათე ჩემს გულში იესო ქრისტეს მეშვეობით. შენ მაპატიე ჩემი ცოდვები. მადლობა შენ! ძალიანმადლიერი ვარ! სწორედ ამიტომ მომყავს მუსლიმები შენ წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ შემბრალესა დამწყალობელს გიწოდებენ, არასდროს განუცდიათ შენი დიდებული წყალობა და შებრალება, რაც ქრისტესჯვარზე გამოვლინდა.
მიანიჭე მათ სურვილი, იცნობდნენ იესოს და განიცადონ მისი გამომსყიდველი ძალა! აავსე ისინისულიწმიდით! გაამხნევე, რომ აქტიურები იყვნენ, რათა მეტი მოიყვანონ შენს სამეფოში!
დამეხმარე, მართალი ვიყო ჩემი პასუხისმგებლობის წინაშე, რომ ვილოცო მათთვის განუწყვეტლივ დამოგენდო, რომ სასწაულებს მოიმოქმედებ მუსლიმებში.
შენ, ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელმაც თავი დაიმდაბლე მოწყალებით, რათა ჩვენი მამა ყოფილიყავი, დიდება, პატივი და ძალა საუკუნოდ! ამინ!
აღთქმა
„მრისხანების გზნებაში, ცოტა ხნით დავმალე სახე შენგან, მაგრამ საუკუნო წყალობით შეგიბრალებ!“- ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი (ესაია 54:8).