ამ კვირაში ვლოცულობთ
მუსლიმებში ტაქიას იდეიისთვის
ტაქიას იდეა უფლებას აძლევს მუსლიმებს მოატყუონ არამუსლიმები. რაც გულისხმობს მათ არასწორიმიმართულებით წაყვანას, ჭკუაში მოტყუებას და ა.შ.[1] ამრიგად, თუკი მუსლიმი გრძნობს, რომ მას საფრთხეემუქრება თავისი რელიგიის გამო, შეუძლია უარყოს ყველაფერი რაც მას საფრთხეს უქმნის, თავისი რწმენაცკი![2]
ტაქია ეფუძნება ყურანის ისეთ მუხლებს, როგორიცაა: „ნუ მიიღებენ მორწმუნეები ურწმოებსმხარდამჭერებად… გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათგან საფრთხეს იგრძნობთ“ (ყურანი 3:28, დიდებულითარგმანი გვ.71).
მუსლიმი კომენტატორები ამ მუხლს შემდეგნაირად განმარტავენ:
- „თუ შენ, მუსლიმი, ხარ არამუსლიმური მმართველობის ქვეშ და შენი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა, ისე იმოქმედე, თითქოს ლმობიერი დამოკიდებულება გაქვს ამ არამუსლიმთა მიმართ… მაშინ როცა მალავშენს შინაგან სიძულვილს მათდამი.“[3]
- „როცა მუსლიმს ეშინია, რომ არამუსლიმი ბოროტად მოექცევა, მან შეიძლება თავი დაიცვას თავისიგარეგნული გამოხატულებით.“[4]
- „მოდით, პირში გავუღიმოთ ადამიანებს, როცა ჩვენი გულები მათ დაწყევლის.“[5]
ამრიგად, მუსლიმები თავდასაცავად მოქმედებენ როგორც არა მუსლიმები და ხშირად იმასაც კი ამბობენ, რომ ქრისტიანები არიან!
ლოცვა
უფალო იესო, სამყაროს სინათლევ, გზავ, ჭეშმარიტებავ და სიცოცხლევ, თაყვანს გცემთ და განგადიდებთშენ! ჩვენი გულები ოხრავს იმ მუსლიმთა გამო, ვინც არ გიცნობს, როგორც დიდებულ უფალს და მოსიყვარულემხსნელს.
გვაოცებს, რომ ეს სწავლება რელიგიის ნაწილია. ვდგავართ ცდუნების წინაშე, რომ განვიკითხოთ ისინი, გამართლებული ტყუილის გამო. გვაპატიე ღმერთო! დაგვეხმარე, მოწყალებით შევხედოთ მუსლიმებს!
შენ გსურს: სიწრფელე, სიმართლე და სამართლიანობა (ფსალმუნი 51:6). ვლოცულობთ მათთვის, ვინც სხვასაცდენენ. მიიახლოვე ისინი და გაამხიარულე მათი გულები შენი ღვთიური თანდასწრებით! წარუძეხი მათჯვრამდე, გადმოღვარე მათზე შენი წყალობა და დაეხმარე, განიცადონ შენი მადლი!
როცა უკვე გაქრისტიანებული მუსლიმები სახარებას გააზიარებენ, აავსე ისინი ისეთი გაბედულებით, რაცაქამდე არ განუცდიათ! იესოს სახელით მე ვლოცულობ.
აღთქმა
„თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას დაჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე 8:31-32).
[1] Hans Weir, p. 1282.
[2] Taqiyah in Islamic Thought (Arabic), Dr Sayyed Thamer Amidi, Risalah Center, n.d., p.11.
[3] At-Tabari, d. 923.
[4] Ibn Kathir, d. 1373.
[5] Abu Darda, მუჰამედის, ერთ-ერთი ახლო თანმხლები.