ამ კვირაში ვლოცულობთ,
რომ მუსლიმი ახალმოქცეულები აღვსილნი იყვნენ
სულიწმიდით
სანამ იესო მამასთან ავიდოდა, იგი დაგვპირდა, რომ გამოაგზავნიდა სულიწმიდას, რათა ყოფილიყო ჩვენინუგეშისმცემელი, გამძღოლი და ძალით აღმვსები, რათა ვიყოთ მისი მოწმენი. ეს აღთქმა სულთმოფენობის დღესაღსრულდა. ამ კვირას ჩვენ სულთმოფენობის დღესასწაულს ვიზეიმებთ, ეკლესიაზე ღვთის სულის ნიჭისგადმოსვლის მოსაგონრად. მხოლოდ სულიწმიდის ძალას შეუძლია, მიიყვანოს ადამიანები ქრისტემდე და ნებასაძლევს მორწმუნეებს, ჰქონდეთ დიდი მიღწევები ყოველდღიურ ცხოვრებაში, ევანგელიზმსა და მისიებში.
საუკუნეების განმავლობაში სულიწმიდა მრავალ მუსლიმს უვლენდა ქრისტეს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას:სასწაულების, ხილვებისა და სიზმრების მეშვეობით. მუსლიმთა დიდი ნაკადი გაქრისტიანდა ინდონეზიაში 1960-იან და 1970-იან წლებში და ამჟამად აფრიკის გარკვეულ ნაწილებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულიწმიდადიდებულად მოქმედებს.
ლოცვა
ო, ღმერთო, სულოწმიდავ, მოდი მუსლიმებზე და მოაქციე ქრისტესკენ, აღავსე ისინი შენი ძალით დათანდასწრებით! აღასრულე იესოს აღთქმა მათზე სულთმოფენობის შესახებ! სულოწმიდავ, განწმიდე ისინი, წარუძეხი ჭეშმარიტებისკენ და დაეხმარე მათ, იცხოვრონ გამარჯვებული ქრისტიანული ცხოვრებით! მათიგარემოცვა ძალიან მტრულადაა განწყობილი სახარებისადმი და მათ სჭირდებათ სულის სისრულე, რომ აღასრულონთავიანთი ვალდებულება შენ წინაშე.
დაეხმარე მათ, ილოცონ სხვებისთვის და იშუამდგომლონ დაკარგულებისთვის მთელ მსოფლიოში! შთააგონეისინი ენთუზიაზმით და ძალით, რომ დაამოწმონ ქრისტეს შესახებ, გაავრცელონ სახარება მთელ დედამიწაზე დაწარმოაჩინონ ღვთის დიდება ნიშნებითა და სასწაულებით!
ვლოცულობ, რომ მოვიდეს დრო, როცა `უფლის დიდების შემეცნებით აღივსება დედამიწა, როგორც ზღვასავსებენ წყლები~ (აბაკუმი 2:14).
ვლოცულობ იესოს ყოვლისშემძლე სახელით, ამინ!
აღთქმა
ამის შემდეგ გადმოვღვრი ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი, თქვენს მოხუცებს სიზმრები დაესიზმრებათ და თქვენი ჭაბუკნი ხილვებს იხილავენ (იოველი 2:28).