პარასკევი, 19 მაისი, 2023

პარასკევი, 19 მაისი, 2023

ამ კვირაში ვლოცულობთ

ქალების მაჰრამის შესახებ ისლამური დამოკიდებულებისთვის

ისლამის თანახმად ქალებს არ შეუძლიათ ცდუნების გაძლება და თავად არიან ცდუნება მამაკაცებისთვის.ამრიგად, მათ ფრთხილად უნდა შეხედონ, სხეული უნდა დაიფარონ ხალხში და უცხოებს არ ელაპარაკონ.

შედეგად, მუსლიმებს სჯერათ, რომ ქალმა არასდროს უნდა დატოვოს სახლი ან დასახლება მარტომ. მასაუცილებლად უნდა ახლდეს თან ესკორტი ან მხლებლები, რომლებიც თვალს დაიჭერენ მასზე. ამ მხლებელსისლამში მაჰრამი ეწოდება. მაჰრამი ქალს იცავს საკუთარი თავისგან.

როგორც წესი მაჰრამი არის მშობელი, დედმამიშვილი, ძე ან სხვა მამაკაცი, რომელსაც იმ ქალზე დაქორწინებისუფლება არ აქვს, ვისაც იცავს.

ეს მოსაზრება, ისევე როგორც სხვა რწმენები ისლამში, ლაპარაკობს დამსხვრეულ რელიგიურ სისტემაზე, რომელიც ვერ ხვდება, რომ ცოდვის რეალური ფესვი ადამიანის გულშია. ამ სისტემის დამცველებს მიაჩნიათ, რომმათ შეუძლიათ აკონტროლონ ცოდვა, გარეგნული აკრძალვების დაწესებით. მაჰრამის შემთხვევაში, მამაკაცი,რომელიც თან ახლავს მას, ქალს საკუთარი თავისგან იცავს.

ლოცვა

უფალო ღმერთო, ჩვენო შემოქმედო, შენ შექმენი კაცი და ქალი შენს ხატად! შენ დაგვაჯილდოე ნიჭებით. თუმცაყველამ შევცოდეთ. ქრისტეს გარეშე, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გამართლდება. არც ერთი ჩვენგანი არ აღემატება სხვას.ჩვენ არ გვჯერა, რომ ქალები კაცებზე უფრო ცოდვილნი არიან.

ვლოცულობ, რომ მრავალი მუსლიმი, როგორც კაცი ასევე ქალი, მოვიდეს შენთან ამ კვირის განმავლობაში ჩვენიმხსნელისა და გამომსყიდველის, იესოს მეშვეობით. დაეხმარე მათ, გააცნობიერონ, რომ ყველამ შესცოდა დამოკლებულია ღვთის დიდებას (რომაელთა 3:23) და მხოლოდ შენი მადლით შეგვიძლია შენამდე მოსვლა!

ვლოცულობ იესო ქრისტეს, შენი ძისა და ჩემი უფლის სახელით, ამინ!

აღთქმა

კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაყელი, კენიელი ხებერის ცოლი! კარვის დიაცთა შორის იკურთხოს! (მსაჯული5:24)

„გიხაროდეს, [მარიამ] მადლით მოსილო, შენთანაა უფალი…“ თქვა მარიამმა: „…ამიერიდან ნეტარად ჩამთვლისყველა თაობა…“ (ლუკა 1:28, 46, 48).