პარასკევი, 12 მაისი, 2023

პარასკევი, 12 მაისი, 2023

ამ კვირაში ვლოცულობთ

სამუელ ზვემერის მემკვიდრეობისთვის

სამუელ მ. ზვემერი (1867-1952) იყო მუსლიმებთან წარგზავნილი ამერიკელი მისიონერი. იგი მსახურობდაეგვიპტეში, ერაყში, ბაჰრეინში, იემენში, ლიბანში და არაბეთის სხვა ნაწილებშიც.

იგი მუსულმანებში ცნობილი იყო როგორც „მოციქული ისლამში“ და „სახარების კაშკაშა მაუწყებელი“.[1]  როგორც მისიონერმა მუსლიმებთან, მან გასაოცარი საქმეები შეასრულა: როგორც საქმიანობის, ასევე კვლევისა დაწერის კუთხითაც. წლების გამოცდილების შემდეგ მან განაცხადა: „ისლამის ძალა მდუმარედ დარჩენაშია, აზროვნების აკრძალვაში, რეფორმატორებისთვის პირში ალიკაპის ამოდებაში და პროგრესის შეზიზღებაში.“ მისიდევიზი იყო: “ვისაც არ უყვარს, არც ცოცხლობს; ის ვინც [ქრისტეს] სიცოცხლით ცოცხლობს არ მოკვდება.”[2]

ლოცვა

ჩვენო ზეციერო მამა, მადლობას გიხდით სამუელ ზვემელის მსგავსი ადამიანებისთვის! შენ მოუწოდე მას დააღჭურვე იგი. მადლობა მისი მხნეობისთვის, მსხვერპლისა და შეუპოვრობისთვის! ვლოცულობ, რომ მრავალახალგაზრდას მოუწოდო და მოამზადო ისეთი დიადი დავალებისთვის, როგორიცაა მუსლიმებს შორის შენისიტყვის გავრცელება. მიეცი მათ მხნეობა, რომ წინააღმდეგობასა და მტრულ დამოკიდებულებას, დაჟინებულობითადა თავმდაბლობით შეხვდნენ! როგორც ზვემერი აანთე გულმოდგინებით, ასევე აღჭურვე შენი სიტყვის ახალიმაუწყებლები უდრეკი დამოკიდებულებით და მუდმივი სიყვარულით დაკარგულთა მიმართ!

დაეხმარე მათ გააცნობიერონ, რომ მორჩილების გზა ყოველთვის სწორი არ არის. ხშირად დიდი ფასიაგადასახდელი. სამუელ ზვემერმა და მისმა მეუღლემ თავიანთი 4 და 7 წლის ქალიშვილები ერთ კვირიანიშუალედით დაკრძალეს ბაჰრეინში. საფლავებზე კი მიაწერეს: „ღირსია კრავი, მიიღოს სიმდიდრე“. დაეხმარე ახალმისიონრებს, მზად იყვნენ მორჩილების ფასის გადასახდელად!

ყოვლისშემძლეო უფალო, მუსლიმურ სამყაროში განთიადია სახარებისთვის. დაამოწმე შენი დიდება მუსლიმებსშორის. იესოს სახელით. ამინ.

აღთქმა

სიონის მთასავითაა უფალზე დანდობილი – არ შეირყევა, მარადიულად იდგება. როგორც მთებია იერუსალიმისგარშემო, ასევეა უფალი თავისი ხალხის გარშემო  ახლა და უკუნისამდე (ფსალმუნი 125:1-2).

[1] J. Christy Wilson, Apostle to Islam, p. 4.

[2] Samuel Zwemer, Raymund Lull, p. 45.