პარასკევი, 5 მაისი, 2023

პარასკევი, 5 მაისი, 2023

ამ კვირაში ჩვენ ვლოცულობთ

რუთის

 მეფის ბებიის მსგავსი ქალებისთვის

რუთი ახალგაზარდა ასაკში დაქვრივდა. იგი მოაბელი იყო. როცა ნაყომმა, მისმა ებრაელმა დედამთილმა,გადაწყვიტა, დაეტოვებინა მოაბი და უკან, ისრაელში დაბრუნებულიყო, რუთმა დაიჟინა, რომ მას გაჰყოლოდა. მანგაბედულად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ამ ორ ერს შორის არსებული მტრობისშესახებ.

როცა ეს ორი ქალბატონი ბეთლებში ჩავიდა, მთელი ქალაქი ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო. არც ისე დიდი ხსნისშემდეგ, რუთი ბოყაზთან ერთად აღმოჩნდა სადილად, რომელიც გავლენიანი მიწათმფლობელი იყო. მოვლენებისწრაფად განვითარდა და ბოყაზი რუთზე დაქორწინდა. მათ ეყოლათ ძე, რომელიც შემდეგ მეფე დავითის ბაბუაგახდა. რუთი, მოაბელი გოგონა, მეფე დავითის დიდი ბებია გახდა და რა თქმა უნდა, შესაბამისად უფალ იესოსიც(წაიკითხეთ რუთის მთლიანი წიგნი ბიბლიაში).

ლოცვა

დიდებულო ღმერთო ზეცაში, შენ ხარ საუკუნეების მეფე! შენ მიუძღვი ისტორიას. შენ აძლევ მიმართულებასსაუკუნო საქმეებს. შენ აკონტროლებ მოვლენებს. შენ ხარ გამომსყიდველი ღმერთი. მადლობა, ჩვენო უფალო დაგამომსყიდველო, რუთის ისტორიისთვის, უცხოელი და უშვილო ქვრივის ამბისთვის! შენ გადააქციე მისისაცოდაობა და მარტოობა დიდ კურთხევად. შენ პატივი მიაგე მას. არავის შეუძლია ბნელი ღამე ნათელ დილადაქციოს შენს მსგავსად.

ვლოცულობ, რომ მრავალი მუსლიმი ქალი იყოს რუთის მსგავსი, გაბედულებით აღსავსე, რომ გაჰყვნენერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს უცნობ მომავალში, იმის ხარჯზე, რომ  იქნებიან გაძევებულნი და დამცირებულნი.

დაე, ის ქალბატონები, რომლებიც იესოსთან მოდიან ისლამიდან, იყვნენ აღვსილნი შენს სიყვარულსა დაზრუნვაში დარწმუნებულობით! დაეხმარე მათ, გააცნობიერონ, რომ არც ერთი მსხვერპლი, რასაც ისინი გაიღებენ, არიქნება შეუმჩნეველი ზეციერი მამისათვის! დაე, მათმა მიზანმიმართულობამ, გაჰყვნენ იესოს, დაამსხვრიოს მათიკულტურის წინააღმდეგობა! დაე, ეს ქრისტიანები, რომლებსაც დამარცხებულებს უწოდებენ, გახდნენ ლიდერები, რომლებიც სხვებს მოიყვანენ შენთან! ამინ!

აღთქმა

დედაკაცებმა უთხრეს ნაყომის: „კურთხეულია უფალი…. შენი საყვარელი რძალი, რომელიც შვიდ ვაჟიშვილსგირჩევნია…“ (რუთი 4:14-15).