პარასკევი, 28 აპრილი, 2023

პარასკევი, 28 აპრილი, 2023

ამ კვირაში ჩვენ ვლოცულობთ

პერპეტუას მემკვიდრეობის შესახებ

ვიბია პერპეტუა 22 წლის მშვენიერი გოგონა იყო,  რომელსაც პატარა შვილი ჰყავდა. ის კართაგენში ცხოვრობდა, სადაც ახლა ტუნისია, ჩრდილო აფრიკაში. მამამისი და მისი ოჯახი საზოგადოების საპატიო წევრები იყვნენ. მასაცკარგი განათლება ჰქონდა მიღებული.

იმ პერიოდში, როცა რომაელი მმართველები სასტიკად აწამებდნენ ქრისტიანებს, პერპეტუამ საკუთარისიცოცხლე ქრისტეს მიუძღვნა და ძალიან ძლიერი მორწმუნე გახდა. ამის გამო, ის დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს, სადაც, სხვებთან ერთად სიკვდილი მიესაჯა. მამამისი სხვებთან ერთად ეხვეწებოდა მას, რომ უარეყო, მაგრამ ისმტკიცედ იდგა თავის აზრზე.

ახ.წ. 203 წლის 7 მარტს ქალაქის ამფითეატრში პერპეტუა ველურ მხეცებს მიუგდეს. მაშინ  როცა აღელვებულიმაყურებლები სანახაობით ერთობოდნენ და შესძახოდნენ, ველური ცხოველები ეცნენ მას, ურქინეს და ტანსაცმელიდაუფლითეს. ბოლოს, გლადიატორმა მახვილი გაუყარა და ისიც სამოთხეში გადავიდა, უფლის თაყვანისცემითა დაგანდიდებით.

მისი ბოლო სიტყვები სხვა მორწმუნეების გამხნევებას ეძღვნებოდა, რომ მტკიცედ მდგარიყვნენ თავიანთრწმენაში, არასდროს დანებებულიყვნენ და არასდროს მიეცათ ტანჯვისთვის უფლება, ისინი ქრისტესგანდაეშორებინათ.

ლოცვა

უფალო ღმერთო, მადლობა პერპეტუას მემკვიდრეობისა და ხსოვნისთვის, ამ ახალგაზრდა, მამაციწმიდანისთვის! გთხოვ, სამუდამო გაკვეთილად ამოკვეთე ჩვენს გულებში მისი ცხოვრება!

ო, მწყალობელო მამავ, გაიხსენე ჩვენი ძმები და დები, რომელთაც დღეს მუსლიმური მთავრობა აკავებს, რადგანმათ თავიანთი რწმენა ქრისტეზე დადეს და უარს ამბობენ შენს უარყოფაზე! მიეცი ამ თანამედროვე პერიოდისწმიდანებს გამძლეობა და სიმხნევე, როგორც პერპეტუას მიეცი! დაეხმარე, დაამოწმონ ქრისტეს სიყვარული და ძალამათი ტყვეობის დროს და მათ დამტყვევებლებამდე მიიტანონ სახარება!

ვლოცულობ, რომ ანუგეშო ისინი, დაუამე ტკივილი, იყავი მათთან მათი წამების ჟამს! დაე, იგრძნონ შენიმკლავები მათ გარშემო, როცა თავს მარტოსულად და მიტოვებულად იგრძნობენ. გაახსენე მუხლები შენისიტყვიდან, რაც დაამშვიდებს მათ და ტკივილს შეუმსუბუქებს მათ სულებს!

მიანიჭე მათ შენი სულიწმიდით მადლი, რომ აპატიონ თავიანთ მტანჯველებს! გააოცე სიხარულით, როცადაინახავენ, როგორ მოექცევიან ქრისტესკენ მათი თანაპატიმრები და ციხის თანამშრომლები.

აღთქმა

ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება (მათე 10:22).