ამ კვირაში ჩვენ ვლოცულობთ
მარხვის დამთავრების ზეიმისთვის
მუსლიმები ერთ თვიან მარხვას, რამადანს ზეიმით ასრულებენ, რომელსაც იდ ალ-ფიტრი ეწოდება დამუსლიმური ქვეყნების ეროვნული დღესასწაულია. აღარანაირი მკაცრი თავშეკავება საკვებისა და სასმელისგან. დარდიანი განწყობა სიხარულად იქცევა. ოჯახის წევრები ერთად იკრიბებიან. ხალხი მოწყალებას გასცემსგაჭირვებულთათვის.
თუმცა უჩვეულო არ არის, როცა ამ ზეიმისა და დღესასწაულის დროსაც ადამიანები თავს ცარიელად დაარასრულად გრძნობენ.
ლოცვა
კურთხეულ იყოს შენი სახელი ზეცაში, ღმერთო! (ეზეკიელი 3:12) შენ ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, ერთადერთიღმერთი, რომელიც ღირსია ქებისა და თაყვანისცემის! შენ ხარ ნამდვილი სიხარულისა და მშვიდობის წყარო; შენ ხარიმედი!
მე ვლოცულობ ამ ძვირფასი მეგობრებისთვის; დაე, ნება მოგცენ, რომ გარდაქმნა მათი ცხოვრება. მიუხედავადიმისა, რომ ამ დროს მარხვას ასრულებენ და ამას ზეიმითა და ნადიმით აღნიშნავენ, ის, რაც მათ რეალურადსჭირდებათ, იესოა, სიცოცხლის პური. გახსენი მათი გულები, რათა მიიღონ უწყება ქრისტეს შესახებ! მიეცი მათწყურვილი ღვთის სიტყვისადმი. ჩადე მათში სურვილი, რომ იცნობდნენ იესოს და მიჰყვებოდნენ მას!,
შენ დაგვპირდი, რომ მსუყე ნადიმს მოუმზადებ ხალხს (ესაია 25:6). უფალო, მუსლიმებს სჭირდები, მათსწყურიხარ, მაშინაც კი, თუ ამას ჯერ ვერ აცნობიერებენ! ვლოცულობ, რომ ქრისტეს სიყვარული შეეხოს მათგულებს. დაე, გააცნობიერონ იესოს მსხვერპლის მნიშვნელობა გოლგოთის მთაზე! დაე, მრავალმა მათგანმა, თუნდაცდღეს, მოგიძღვნას თავიანთი სიცოცხლე, ჩვენს უფალსა და მხსნელს და იპოვონ ჭეშმარიტი მშვიდობა, სიხარულიდა მოსვენება შენში! ამინ!
აღთქმა
დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: „თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან დადალიოს. ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, ცოცხალი წყლის მდინარეები იდინებენ მისი მუცლიდან“ (იოანე 7:37-38).