პარასკევი, 14 აპრილი, 2023

პარასკევი, 14 აპრილი, 2023

ამ კვირაში ვლოცულობთ

ძალის ღამის შესახებ

რამადანის თვის 27-ე დღეს მუსლიმური კალენდრით `ძალის ღამე~ ეწოდება. იგი ასახავს იმ დღეს, როცაგადმოცემის თანახმად მუჰამედმა პირველად მიიღო გამოცხადება ყურანის შესახებ ჯიბრილ (გაბრიელ) ანგელოზისგან. ამ ღამით, როცა მუსლიმები ზეიმობენ, მათ განსაკუთრებული მოლოდინის განცდა აქვთ. ბევრიმათგანი დროს გამოყოფს ყურანის ციტირებისთვის და სპეციალური ლოცვებისთვის. მათ სჯერათ რომ ეს ღამეაღემატება თაყვანისცემაში გატარებულ 1000 თვეს. ზოგიერთი ამბობს, რომ ამ დღეს ხილვებსა და სიზმრებს ხედავს.

რამდენიმე დღეში, მუსლიმები დაამთავრებენ რამადანის ერთთვიან მარხავს.

ლოცვა

ო, ყველა კურთხევის, წყალობისა და მადლის წყაროვ, ჩვენო ზეციერო მამა, ჩვენ ქებას და დიდებას გიძღვნით შენ. მოსეს დროს, შენ დაელაპარაკე ხალხს ზეციდან და მიეცი სამართლიანი წესები და მცნებები, კეთილი მითითებებიდა სწავლებები (ნეემია 9:13). და შენ აგრძელებდი მათთვის წინასწარმეტყველების გაგზავნასა და მათ გაძღოლას.

შენი სიტყვა გვეუბნება, რომ ამ ბოლო პერიოდში, იესო ქრისტეს, შენი ძის მეშვეობით გვესაუბრები (ებრაელთა1:2). ისაა ერთადერთი, რომელიც მოკვდა გოლგოთაზე რათა ჩვენი ცოდვები ეპატიებინა, შვილებად გავეხადეთ დაგაეხსნა ჩვენთვის გზა შენს წმიდა თანდასწრებაში შესასვლელად. მისი ჯვრის გარეშე, გზა არ გვექნებოდა შენთანმოსასვლელად. მადლობა შენ!

მამა, მე გთხოვ, რომ ქრისტე გამოუვლინო ჩემს მუსლიმ მეგობრებს! მოინახულე ისინი შენი სულიწმიდის ძალით!დაანახე მათ, რომ სცოდავენ როცა უარყოფენ შენს ძეს და თავიანთ რწმენას სხვა ვინმეზე აფუძნებენ. დაე, გააცნობიერონ, რომ იესოს სიტყვები ჭეშმარიტია, ისაა უფალი, მხსნელი და ღვთის ძე. დაე, მიიღონ ის თავიანთცხოვრებაში და დაემორჩილონ მას.

ო, უფალო იესო, დაუმოწმე შენი დიდება მუსლიმებს იმ ღამეს, როცა სიზმრებსა და ხილვებს მოელიან. მიდიმათთან ზებუნებრივი გზით და დაელაპარაკე მათ გულებს! დააკმაყოფილე მათი საჭიროებები და გაათავისუფლეშიშებისგან! გამოუვლინე მათ შენი ყოვლისშემძლე ძალა, შენი თანამგრძნობი სიყვარული და შენი მპატიებელიმადლი! შეცვალე მათი ცხოვრება, მიეცი იმედი და აავსე შენი სულით! ამინ!

აღთქმა

მაგრამ, როცა მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში (იოანე 16:13).