პარასკევი, 7 აპრილი, 2023

პარასკევი, 7 აპრილი, 2023

ამ კვირაში ვლუცულობთ

მუსლიმების მიერ ჯვრის უარყოფის შესახებ

დღეს ვიხსენებთ ქრისტეს ჯვარცმას, იმ ერთადერთ გზას, რომლის მეშვეობითაც ჩვენ საუკუნო სიცოცხლე გვაქვს. ისლამი უარყოფს იესოს ჯვარზე სიკვდილს. ყურანი ამბობს, რომ ის არასდროს ყოფილა ჯვარზე გაკრული, რომარასდროს მომკვდარა და რომ ამის ნაცვლად, ღმერთმა პირდაპირ ცოცხლად წაიყვანა ზეცაში. მუსლიმები ამას იმითგანმარტავენ, რომ ღმერთი არ დაუშვებდა იესოს, კეთილი წინასწარმეტყველის სიკვდილს ასეთი დამამცირებელისიკვდილით ჯვარზე, იმ ცოდვებისთვის, რაც სხვებმა ჩაიდინეს.

მუსლიმები ვერ ხედავენ ადამიანის ცოდვილი ბუნების სერიოზულობას, შესაბამისად გამოსყიდვისსაჭიროებასაც უარყოფენ. მათთვის ჯვარი სისულელეა (1 კორინთელთა 1:8-25).

ლოცვა

ყოვლისშემძლეო ღმერთო, ჩვენო მოსიყვარულე ზეციერო მამა, გაღიარებთ როგორც ჩვენს საუკუნოგამომსყიდველს! მოვდივართ თავმდაბლობით, მოწიწებით შენი სიყვარულისა და იესოს გოლგოთაზე გაღებულიმსხვერპლისადმი. რამხელა სირცხვილსა და ტკივილს გაუძლო რათა ვეხსენით ჩვენი ცოდვებისა და დაღუპვისგან! ღვთის კრავი მოკვდა, რომ ჩვენთვის სიცოცხლე მოეცა. მადლობა შენ!

ჩემს მუსლიმ მეგობრებს არ ესმით, რომ ქრისტეს ჯვარზე სიკვდილი იყო შენი უდიდესი საჩუქარი ცოდვილიკაცობრიობისთვის. დაეხმარე გააცნობიერონ, რომ ისინი ცოდვილები არიან, რომელთაც გამოსყიდვა სჭირდებათ. აჩვენე მათ ჯვრის ძალა, რომელიც ცოდვისგან გვიხსნის, გარდაქმნის ჩვენს ცხოვრებას ბნელიდან ნათელში, გვიხსნის სატანის სამეფოსგან და გვხდის ღვთის სამეფოს ნაწილს.

დაარწმუნე, რომ სერიოზული ცოდვაა, როცა ჯვარს უარყოფენ! დაე, ერწმუნონ შენს სიტყვას და მიიღონ სახარება!გთხოვ მუსლიმებისთვის, იცოდნენ, რომ ქრისტე მოკვდა მათ სახსნელად თავიანთი ცოდვებისგან და აღდგა მათგასამართლებლად! ჩამოაშორე მათ გონებას ბინდი და აუხილე თვალები. დაატყვევე მათი გულები შენისიყვარულით!

დაეხმარე მუსლიმებს, გააცნობიერონ, რომ დღე, როცა იესო ჯვარზე მოკვდა, არ ყოფილა წუხილისა და დარდისდღე! ეს არის ცოდვაზე, სატანასა და სიკვდილზე გამარჯვების დღე. ეს არის ზეიმისა და სიხარულის დღე.

მთელი ქება და დიდება შენ, ჯვარცმულო და აღმდგარო ქრისტევ, პირველო და უკანასკნელო, ერთადერთოცოცხალო, რომელიც მოკვდა და აღდგა და საუკუნოდ იცოცხლებს! ამინ!

აღთქმა

ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომლებიცგადავრჩით, ღვთის ძალაა ( 1 კორინთელთა 1:18).