ამ კვირაში ჩვენ ვლოცულობთ რომ
მუსლიმურმა ქალაქებმა
მიიღონ ქრისტე
ამ კვირას დასავლური ქრისტიანული სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ჩვენ გვახსოვს, რომ იესოდიდებით შევიდა იერუსალიმში, თუმცა ამავდროულად თავმდაბლურად, ვირზე ამხედრებული. ხალხი სიხარულსვერ მალავდა. ისინი მის შესახვედრად გამოვიდნენ, ხელში პალმის რტოებით, საკუთარ ტანსაცმელს უფენდნენგზაზე. ხმას იმაღლებდნენ მის განსადიდებლად და საქებრად. სწორედ ასე ხვდებოდნენ ხოლმე დამპყრობლებსა დამეფეებს, როცა გამარჯვებულები ბრუნდებოდნენ მშობლიურ ქალაქებში.
ლოცვა
უფალო იესო ქრისტე, დიდებულო და ყოველისშემძლეო მხსნელო, შენ თავი დაიმდაბლე, რათა მწყალობელიყოფილიყავი ჩვენს მიმართ! შენ თავი დაიმცირე, რათა ჩვენი გამომსყიდველი ყოფილიყავი! ჩვენ თაყვანს გცემთ შენ,რამეთუ მხოლოდ შენ ხარ ღმერთი! მხოლოდ შენ ხარ ჩვენი უფალი. შენა ხარ უხილავი ღვთის ხილული ხატი. ყოველივე შენ მიერ, შენი დიდებისთვის შეიქმნა: ქალაქები და ერები, მეფეები და სამეფოები, მთავრობები დამმართველობები. შენ შეგეძლო იერუსალიმში ოქროს ეტლით შესულიყავი, რომელიც მარგალიტებითა და ძვირფასიქვებით იქნებოდა მორთული, მაგრამ ნაცვლად ამისა, შენ ვირით შეხვედი. როგორი თავმდაბლობაა?!
ვლოცულობ, რომ დიდებით შეხვიდე იმ ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც დღეს მუსლიმურიციხე-სიმაგრეების სახელითაა ცნობილი.
დაე, შეხვიდე ადამიანთა გულებში და შეცვალო ისინი! დაე, ამ კვირის განმავლობაში მრავალმა მუსლიმმამიგიღოს, როგორც თავიანთი მხსნელი, გამომსყიდველი და საუკუნო მეფე. ვლოცულობ, რომ განიცადონ შენისიყვარული, თანაგრძნობა და სითბო. დაე, ერთხმად შესძახოდენ თავიანთი სულის სიღრმიდან: `ოსანა, დავითისძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!… წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა… ღირსია დაკლული კრავი ძალისა და სიმდიდრის, სიბრძნისა და სიმტკიცის, დიდების, პატივისა და კურთხევის მიღებისა!~ (მათე 21:9; გამოცხადება 4:8; 5:12).
აღთქმა
იხარონ და ილხინონ ხალხებმა, რადგან სისწორით განსჯი მათ და მმართველობ ერებს ქვეყანაზე (ფსალმუნი67:4).