ამ კვირაში ვლოცულობთ
მერათ სულთანის, პოლიციის უფროსის
მემკვიდრობისთვის თაბრიზში
მერათ სულთანი დაიბადა ირანის შაჰის სასახლეში 1876 წელს. იგი გახდა პოლიციის
უფროსი და თაბზირის ჯარის ხელმძღვანელი ირანში. როცა რუსებმა დაიპყრეს ის ტერიტორია, მათ სულთანისმოკვლა დაგეგმეს. იგი გაიქცა, მაგრამ იმის გამო, რომ თოვდა, სომეხი მღვდლის სახლში გაჩერდა. მღვდელი 40 დღისგანმავლობაში მასპინძლობდა მას.
როცა სულთანმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო თავის მაძებრებს გაქცეოდა, მღვდელმა უთხრა, რომ მთელი იმდროის განმავლობაში რაც მასთან გაატარა, იგი ლოცულობდა მისი დაცვისთვის და მშვიდობიანი დაბრუნებისთვისთავის ოჯახთან. შემდეგ, მღვდელმა სთხოვა ფიცი დაედო, რომ როცა სახლში მშვიდობით დაბრუნდებოდა, ქრისტესმიიღებდა თავის მხსნელად. სულთანმაც შეჰფიცა და თავის გზაზე წავიდა.
მაგრამ სულთანი რუსმა მეომრებმა დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს, სადაც მას სიკვდილი ელოდა. იმ დილას, როცასიკვდილით უნდა დაესაჯათ, უეცრად გაახსენდა მისი დაპირება. მაშინვე ლოცვა დაიწყო უფლის წინაშე: „იესოქრისტე, თუ დღეს ცოცხალი ხარ და ცოდვილს იხსნი, მიხსენი მე ცოდვილი ამ უბედურებისგან, რათა გერწმუნო!“
სასწაულის მეშვეობით, რუსმა მეომრებმა სულთანი გაათავისუფლეს. როცა სახლში დაბრუნდა, მან და მისმაოჯახმა თავიანთი გულები ქრისტეს მიუძღვნეს. მოგვიანებით, იგი ეკლესიის მთავრად აირჩიეს, რაც ისლამისგანმოქცეულისთვის დიდი პატივი იყო.[1]
ლოცვა
უფალო იესო ქრისტე, ცოდვილთა მხსნელო, ტანჯულთა გადამრჩენელო და უიმედოს მცველო, მადლობა შენიუდიდესი ძალისთვის! მადლობა, რომ სულთანს თანაგრძნობა და წყალობა აჩვენე და ის, მისი ცოლი და ექვსიშვილი შენს სამეფოში შეიყვანე რწმენით!
მადლობა, რომ დაეხმარე, ემსახურა შენთვის უშიშრად და პატივით, გაბედულად ექადაგა სახარება ეკლესიებსადა ღია ცის ქვეშ შეხვედრებზე!
რწმენით ვაცხადებთ, რომ შენი სული მრავალ მუსლიმ მთავარს გაუძღვება სულთანის მსგავსად, რათა მიიღონხსნა იესოს რწმენის მეშვეობით. დაე, გაბედულად აცხადებდნენ შენს სიტყვას და წრფელად ემსახურებოდნენ შენსეკლესიას! იესოს სახელით, ამინ!
აღთქმა
რადგან წყალს გადმოვღვრი მწყურვალ ქვეყანაზე და ნაკადებს – გამომშრალ მიწაზე (ესაია 44:3).
[1] C. H. Allen. “Why a Muslim Official Changed His Religion.” In The Muslim World. 1952:176-184; and W. M. Miller, Tales of Persia, 1979:76-80.