ამ კვირაში ვლოცულობთ
ლიბანისთვის
ორი საუკუნის წინ, დასავლეთიდან მისიონერებმა დაიწყეს შუა აღმოსავლეთში ჩამოსვლა და ლიბანი იყოადგილი, რომელზეც მათ არჩევანი შეაჩერეს. იგი იმ დროს სირიის ნაწილი იყო, თურქ-ოსმალების მმართველობისქვეშ. ღვთის დახმარებითა და სულიწმიდის ძალით, მისიონერებმა დიდი ნაყოფები დაინახეს შემდეგიათწლეულების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩვენგანს მათ შესახებ არ სმენია, ისეთი ადამიანებიროგორებიც არიან: ბლისი, იესუფი, სმიტი და ვან დიკი, იყვნენ მანათობლები მისიონერთა ქრონიკებში. მათშესწირეს ყველაფერი, ბევრი იტანჯეს, გაიარეს მუქარა, შიმშილი, ავადმყოფობა და კიდევ უამრავი სხვა პრობლემა. ღმერთმა თავისი მადლით აკურთხა ისინი და გასაოცარი შედეგები მისცა. მათ გადათარგმნეს ბიბლია კლასიკურარაბულ ენაზე, დააარსეს ეკლესიები, დააფუძნეს საგანმანათლებლო დაწესებულებები და გამოაქვეყნეს უდიდესირაოდენობის ქრისტიანული ლიტერატურა.
გარდა ამისა, ლიბანი იმ მრავალი მოწამის სახლიც იყო, რომლებიც თავიანთი რწმენის გამო მოკვდნენ. მათ შორისასად შედიქი და ქამილ ამ-აითანი, რომლებიც საკმაოდ პატარა ასაკში მოკლეს, იმის გამო რომ გადაწყვიტეს, იესოსგაჰყოლოდნენ.
ეს ქვეყანა გამორჩეულია თავისი:
- ბუნებრივი სილამაზის ზღვით, მთებით, მდინარეებით, თოვლით, ტყეებითა და სიმწვანით;
- რელიგიის თავისუფლების ხარისხით;
- არის ყველაზე დემოკრატიული არაბულ ქვეყნებს შორის;
თუმცა, იგი გამუდმებით იტანჯებოდა პოლიტიკური ძვრების დამანგრეველი ეფექტებით, სექტებისა დადაჯგუფებების უთანხმოებით და სისხლისღვრებით.[1]
ლოცვა
ჩვენო ზეციერო მამა, მადლობას გიხდით იმ გმირებისთვის, ვინც შუა აღმოსავლეთში მოვიდნენ, რათა ქრისტეშეეთავაზებინათ ადამიანებისთვის, რომლებიც ისლამისა და ტრადიციების სიბნელეში იძირებოდნენ! მადლობა იმშრომისთვის, რაც ლიბანში ხდება! ვლოცულობ, რომ იქ მყოფმა ადამიანებმა გახსნან გულები ქრისტესთვის.
დაეხმარე ადამიანებს, მიხვდნენ, რომ ფანატიზმითა და სექტანტიზმით გამოწვეული უბედურება არდასრულდება, თუკი თავიანთ ცხოვრებაში ქრისტეს არ აღიარებენ მეფედ!
აღთქმა
გაიფურჩქნება, აყვავდება და ილხენს მხიარულებითა და სიმღერით; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელისა დაშარონის ბრწყინვალება; უფლის დიდებას იხილავენ ისინი, ჩვენი ღვთის ბრწყინვალებას (ესაია 35:2).
[1] ასევე, სიტყვა ლიბანი დაახლოებით 70-ჯერაა ნახსენები ბიბლიაში მის მცხოვრებლებთან, მთასთან ან კედართან დაკავშირებით.