პარასკევი, 3 მარტი, 2023

პარასკევი, 3 მარტი, 2023

ამ კვირაში ვლოცულობთ მუსულმანებისთვის რათა გაიცნონ
იესო, კეთილი მწყემსი

ღვთის სიტყვაში იესოს ბევრი სახელი აქვს და სხვადასხვანაირადაა აღწერილი. მაგალითად, იესო საკუთარ თავს„კეთილ მწყემსს“ უწოდებს (იოანე 10:14). რამხელა პრივილეგიაა ვიცნობდეთ მას, როგორც იმ ერთადერთს, ვინცზრუნავს ჩვენზე, რომელიც ხასხასა მოლზე დაგვასვენებს და წყნარ წყლებზე წაგვიძღვება, რომელიც სულსდაგვიწყნარებს და სიმართლის კვალზე გვატარებს (ფსალმუნი 23:1-3). ისაა ერთადერთი, რომელიც იქამდე ეძებსდაკარგულ ცხვარს, სანამ არ იპოვის (ლუკა 15:4). და ისაა ერთადერთი, რომლმაც საკუთარი სიცოცხლე დადო თავისიცხვრებისთვის (იოანე 10:11,15).

ლოცვა

უფალო იესო ქრისტე, მადლობა შენი დიდი სიყვარულისთვის! მე ვშუამდგომლობ მუსლიმებისთვის. დაე, გირწმუნონ და გაგიცნონ, როგორც მათი მწყემსი კეთილი და სრულიად მოგენდონ, რომ იხსნა ისინი თავიანთიცოდვებისგან, დაიცვა და დაიფარო თავიანთი მტრისგან და წარუძღვე სიმშვიდესა და სისრულეში მთელი მათიცხოვრება!
დაე, გააცნობიერონ რომ ერთგული და ჭეშმარიტი ხარ და არასდროს წარუძღვები არასწორი გზით! დაე, იცოდნენრომ სანდო ხარ და რომ არასდროს მიატოვებ მათ! ასწავლე, მოუსმინონ შენს ხმას და დაემორჩილონ სულიწმიდისგაძღოლასა და კარნახს.
მე ვლოცულობ, რომ როცა მუსლიმები რწმენით მოვლენ შენთან, მიენდონ იესოს, როგორც მხსნელს, დაე, შენმასულმა დაიფაროს ისინი! დაიცავი ისინი მგლებისგან, ქურდებისა და მიმტაცებლებისგან! (იოანე 10:10)
შენი სახელის გულისათვის! ამინ!

აღთქმა

მე ვარ მწყემსი კეთილი (იოანე 10:14).