პარასკევი, 24 თებერვალი, 2023

პარასკევი, 24 თებერვალი, 2023

ამ კვირაში განვადიდებთ
ღმერთს, ჩვენს დამცველს

მოსე აფრიკელ ქალზე დაქორწინდა. მისი ოჯახი სულაც არ იყო ბედნიერი, რაც შესაძლოა რასიზმით იყოგამოწვეული. ისინი მის წინააღმდეგ ლაპარაკობდნენ. მაგრამ ღმერთი ჩამოვიდა მის დასაცავად (წაიკითხეთისტორია რიცხვნის მე-12 თავში).
როცა ისეთ სიტუაციაში ხარ, სადაც ადამიანები შენს წინააღმდეგ ლაპარაკობენ, მიენდე ღმერთს, რადგანისაა შენი დამცველი. არ აქვს მნიშვნელობა ისინი დაგცინიან და არასწორად გეპყრობიან, იმის გამო რომქრისტიანი ხარ, შენი ეთნიკური წარმომავლობის გამო თუ რაიმე სხვა მიზეზით, შენს მამას ზეცაში ესმის დახედავს.
ღმერთს შეუძლია, მოგცეს სიბრძნე, მოთმინება და გამძლეობა, რათა დაელოდო მას, რომ დაგიცვას.

ლოცვა
დიდებულო ღმერთო, საუკუნო მამავ, ყველა კაცისა და ქალის შემოქმედო, მოვდივარ შენ წინაშე, როგორცმადლით დახსნილი ცოდვილი! მადლობა შენ! ვუახლოვდები შენს წმიდა თანდასწრებას უფალ იესო ქრისტესსახელით.
ადამიანები, რომლებიც ტკივილს მაყენებენ, ჩემი მტრები არ არიან. ჩემი რეალური მტერი სატანაა. გააცუდე მისი გეგმები! ვაცხადებ გამარჯვებას მასზე იესო ქრისტეს სისხლის ძალით, რომელიცაა ჩემიდამცველი ზეცაში.
ჩაიცვი შენი აბჯარი, ღმერთო, აიღე შენი ფარი და მოემზადე ბრძოლისთვის! მოდი ჩემს დასახმარებლადდა გარს შემომარტყი შენი მკლავები, რათა დამიცვა და მომცე გამარჯვება! (ფსალმუნი 35:2-3; 84:11)
დამეხმარე შევიყვარო ის ადამიანები, რომლებიც ნებას რთავენ საკუთარ თავს, გამოყენებულნი იყვნენშენი გეგმების წინააღმდეგ ჩემს ცხოვრებაში! დამეხმარე ვაპატიო მათ და ვიყო მწყალობელი მათდამი! დაე, ქრისტეს სინათლე ანათებდეს მათ გულებს და გარდაქმნას ისინი პატივისა და სიწმიდის ჭურჭლებად, თავიანთი ბატონის სამსახუროდ!
ვლოცულობ, რომ სულიწმიდის ნაყოფი ცხადი იყოს ჩემს ცხოვრებაში და მოუტანოს დიდება და პატივი შენსსახელს, ამინ!

აღთქმა
ნეტარი ხარ, ისრაელ! ვინ შეგედრება? ხალხი, გადარჩენილი უფლის მიერ, რომელიც შენი შეწევნის ფარიადა შენი დიდების მახვილი! იმედი გაუცრუვდებათ შენს მტრებს შენს წინაშე და გათელავ მათ სიმაღლეებს(მეორე რჯული 33:29).