პარასკევი, 17 თებერვალი, 2023

პარასკევი, 17 თებერვალი, 2023

ამ კვირაში ვლოცულობთ რათა სულიწმიდამ მოგვცეს
ღვთიური გამოცხადება
ახალი მაძიებლების განზრახვების შესახებ

“კარდახურულში” თაყვანისცემის მსახურების შუაში ვიყავით, როცა ვიღაცამ კარზე ზარი დარეკა. სწრაფადვილოცე ზეცის წინაშე და კარი გავაღე, როდესაც იქ ჩვენთვის უცნობი ბიჭი, მოულდი დაგვხვდა. მან გვითხრა, რომ ქრისტე ევროპაში ირწმუნა. უფალს ვთხოვე, ჩემთვის გაეცხადებინა იგი მართალს მეუბნებოდა, თუქრისტიანად გადაცმული პოლიციელი იყო.
სულიწმიდამ დამიმოწმა და მოულდის ჩვენს შეკრების ოთახში შევუძეხი. როცა შევედით, ყველამ შეწყვიტაგალობა. ჩვენს შეკრებაზე უცნობის დანახვამ ისინი დააბრკოლა. მაგრამ როცა მოულდიმ თავისი ისტორიამოგვიყვა, ნელ-ნელა ყველა მოეშვა. მოგვიანებით იგი ეკლესიაში ლიდერი გახდა და ძალიან გვეხმარებოდამისიებში შრომაში.
ჩვენ ყოველთვის გვჭირდება სულიწმიდა, რათა გაგვიცხადოს იმ მუსლიმთა რეალური განზრახვები, რომლებიც ამბობენ, რომ იესო საკუთარ მხსნელად მიიღეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებითმათთვის, რომლებიც ისეთ საზოგადოებაში მსახურობენ, სადაც ხელისუფლება ნადირობს სახარებისგამავრცელებელ ადამიანებზე.

ლოცვა

ჩვენო ზეციერო მამა, წმიდა იყოს სახელი შენი! განგადიდებ, რადგან ღმერთი ხარ! შენ იცი, როგორისუსტები ვართ. მოგვეცი შენი სულიწმიდა რათა გაგვაძლიეროს და გაგვიძღვეს! შენ აძლევ სიბრძნეს ბრძენსდა ცოდნას გამჭრიახს (დანიელი 2:1). მადლობა შენ!
დაე, არასდროს გავაბრუნოთ უკან ადამიანი, რომელიც წრფელად გეძებს! ვიცით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან გულწრფელები, მაგრამ მაინც ცდილობენ ეკლესიას შემოუერთდნენ (დანიელი 11:34). სწორედ ამიტომ ვლოცულობთ, რომ დაეხმარო ყველა შენს მსახურს, ვინც იმ ადგილებში შრომობს, სადაცხელისუფლება კრძალავს სახარებას.
გვჭირდება შენი სულის გამოცხადება და გაძღოლა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, რაც ადამიანთაცხოვრებას შეცვლის. დაგვეხმარე, ვიყოთ მგრძნობიარენი, მოვუსმინოთ და მივყვეთ შენს კარნახს! შენგვიმჟღავნებ ღრმასა და დაფარულს (დანიელი 2:22); გვივლენ ამას საჭირო დროს. შენ იცი, რა ბინადრობსსიბნელეში, და სინათლე მკვიდრობს შენში. გაანათე შენი სინათლით ჩვენი გულები და ცნობიერება! ამინ!

აღთქმა

არის ზეცაში ღმერთი, საიდუმლოთა გამმჟღავნებელი (დანიელი 2:28).