ამ კვირაში ჩვენ ვლოცულობთ
გადასახლებული მორწმუნეებისათვის
ერთი ახალგაზრდა ახალმოქცეულის ბიზნეს პარტნიორმა დაინახა, როგორ კითხულობდა იგი ბიბლიას დაამის შესახებ ხელისუფლებას აუწყა. როცა გაიგეს, რომ იგი იესოს მიმდევარი იყო, ამის შესახებ მის ოჯახსაუწყეს, რომელმაც გადაწყვიტა, იგი მოეკლათ. ამიტომ, მას დრო აღარ დაუკარგავს და მაშინვე სხვა ქვეყანაშიგაიქცა.
ბევრ მუსლიმს, ქრიტესთან მოსვლის შემდეგ უწევს თავიანთი სახლის დატოვება. ზოგიერთს სახლიდანაგდებენ და მათზე ფიზიკურად და ემოციურად ძალადობენ. სხვებს ხოცავენ. ასეთი მკაცრი სასჯელისთვისთავის ასარიდებლად, ბევრი მათგანი სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გარბის. დიდი ნაწილიდან მხოლოდმცირედი თუ ახერხებს თავიანთ მშობლიურ ქალაქში დარჩენას და ქრისტესთვის ცხოვრებას.
ამ კვირაში ჩვენი ლოცვა ფოკუსირებული იქნება მათზე, რომლებმაც საკუთარი ოჯახი და გარემოცვამიატოვეს და თავშესაფრის ძებნა მთელს მსოფლიოში დაიწყეს.
ლოცვა
უფალო იესო, ცხვრის დიდო მწყემსო (ებრაელთა 13:20), გადიდებთ, რადგან მრავალი მუსლიმი მოდისშენთან რწმენით! ვლოცულობთ იმ დებისა და ძმებისთვის, რომელთაც დატოვეს სახლები, ოჯახები, სამსახურები და თავიანთი კულტურა შენი რწმენის გამო.
ვლოცულობ, რომ შენ აავსო ისინი შენი თანდასწრებით. დაე, გააცნობიერონ, რომ შენი თვალები მუდმივადმათზეა, რათა დაიცვა და აკურთხო! უფალო ღმერთო, გამოიყენე ისინი თავიანთ ახალ გარემოცვაში, როგორცშენი სახარების ეფექტური მაუწყებლები! როდესაც სხვა კულტურაში აღმოჩნდებიან, უცხო გარემოცვაში, უცხოენით გარშემორტყმულნი, აავსე მათი გულები შენი მშვიდობით, სიყვარულითა და სიხარულით!
ჩადე შენი სიტყვა მათ ბაგეში! დაამოწმე სულიწმიდის ნიჭებით მათ ცხოვრებაში! გამოიყენე ისინიძლიერად, როგორც სხვებს იყენებდი მსგავს სიტუაციებში (საქმეები 8:1,4; 11:19).
იესოს სახელით, ამინ!
აღთქმა
შენთან ვარ და დაგიფარავ ყველგან, სადაც კი წახვალ; დაგაბრუნებ ამ მიწაზე და არ მიგატოვებ, ვიდრე არაგისრულებ იმას, რაც გითხარი! (დაბადება 28:15)