პარასკევი, 3 თებერვალი, 2023

პარასკევი, 3 თებერვალი, 2023

ამ კვირაში ჩვენ ვლოცულობთ
ქრისტეს მორწმუნეთათვის,
რომლებიც მუსლიმურ ქვეყნებში მოგზაურობენ

ქრისტიანები მრავალი ქვეყნიდან მოგზაურობენ მთელი მსოფლიოს გარშემო და მათი დიდი წილიმუსლიმურ ქვეყნებში მიდის. როცა სულიწმიდა აგვავსებს ღვთიური გულმოდგინებით, რათა ვეძიოთდაკარგული, უდიდესი ძალა აქვს იმას, რომ ვიყოთ ჩვენი უფლისა და მხსნელის მოწმენი.

თუკი სულიწმიდის ცხებულება და გამბედაობა გვექნება, რომ გავხსნათ ბაგე, გავოცდებით, თუ როგორწარგვიძღვება ღმერთი იმ ადამიანებთან, ვისაც ეს სჭირდება და გამოიყენებს ჩვენს სიტყვებს, რათა მათმოემსახუროს.

ლოცვა

უფალო ღმერთო, მე მომყავს შენ წინაშე უამრავი ქრისტიანი, რომლებიც ჩვენი მხსნელის ერთგულნი არიანდა მოგზაურობენ მუსულმანურ ქვეყნებში! მიეცი მათ გაბედულება! სცხე ისინი სულიწმიდით! დაეხმარე:დაიწყონ საუბარი, მადლიერება აჩვენონ და დახმარების ხელი გაუწოდონ იმ ადამიანებს, ვისაც შეხვდებიან!დაე, ქრისტეს თანაგრძნობით შეეხონ სხვებს, რათა მისცენ მათ იმედი და სიხარული! დაეხმარე მათ:მოემსახურონ და მიიტანონ მათთან ცოდვისგან ხსნა, სიბნელეში – სინათლე, მშფოთვარე ცხოვრებაში – მშვიდობა და ბრძოლის ადგილას – გამარჯვება!
მე არ გთხოვ, რომ ყველა ქრისტიანი მსახური გახდეს, არამედ იმას, რომ ყველა ქრისტიანს ჰქონდესგაბედულება, წარუძღვნენ ადამიანებს იესომდე.
დაგვეხმარე ყველას, ვიცხოვროთ გამოსყიდული ცხოვრების დროშის ქვეშ, რაც გამარჯვებულზე მეტსნიშნავს!
მადლობა შენ! ამინ!

აღთქმა

ყველგან სადაც გაგგზავნი, წახვალ და ყველაფერს იტყვი, რასაც გიბრძანებ! ნუ შეუშინდები მათ სახეებს, რადგან შენთან ვარ და დაგიფარავ! (იერემია 1:7-8)