პარასკევი, 27 იანვარი, 2023

პარასკევი, 27 იანვარი, 2023

ამ კვირაში ვლოცულობთ
შუა აღმოსავლეთის ეკლესიებისთვის,
რათა უფრო აქტიურად მოჰყავდეთ მუსლიმები ქრისტესთან

შუა აღმოსავლეთს შეუძლია, დაიკვეხნოს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკლესიით. თუმცა, მე-7 საუკუნეშიიმ ტერიტორიებზე ისლამური დაპყრობების და შემდგომში მუსლიმთა იმპერიის გავრცობის გამო, დღეს შუააღმოსავლეთის მოსახლეობა დიდწილად მუსლიმია.

ამ დაპყრობისა და ისლამური ავტორიტარული მმართველობიდან გამომდინარე, ქრისტიანთა დამუსლიმთა შორის გაყოფა მკაცრი და თითქმის შეუღწევადი გახდა. ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ღვთისსიყვარულს შეუძლია ამ სიტუაციის შეცვლა.

პოლიტიკის, რელიგიებისა და ნაციონალური გაერთიანებების გარდა, ის რეალობა, რომ ამ ორი რელიგიისხალხი ერთ ენაზე საუბრობს და ესმით ერთმანეთის კულტურა და მახასიათებლები, ვალდებულს ხდისქრისტიანებს, მეტად ჩართულები იყვნენ მუსლიმ თანამემამულეთა გოლგოთის ჯვრამდე მოყვანაში. სწორედამისთვის გვჭირდება ლოცვა.

ლოცვა

ყოვლისშემძლეო ღმერთო, ჩვენო ზეციერო მამა, გადიდებთ და პატივს მივაგებთ შენს წმიდა სახელს! შენმოგვანდე სხვების მოყვანა შენს სუფრასთან, რათა განადიდონ შენი სახელი და ისიამოვნონ საუკუნოკურთხევებით.

ვლოცულობ, რომ შუა აღმოსავლეთის ქრისტიანებმა, გვერდი აუარონ მუსლიმთა მხრიდან არასწორადმოქცევასა და დევნას და აპატიონ მათ. დაე, ჩემმა დებმა და ძმებმა შუა აღმოსავლეთში, უკან მოიტოვონ ესისტორია და გთხოვ, დაეხმარო მათ, რომ მრავალი მუსლიმი მოიყვანონ შენთან!

უფალო იესო, ჩვენო მხსნელო, შენ მუსლიმთათვისაც მოკვდი! მათ არ იციან შენი სიყვარულისა და შენიმსხვერპლის შესახებ. აუხილე თვალები, გახსენი მათი გონება, გახსენი მათი გულები, რათა მიიღონ ღვთისძე!

ვლოცულობ, რომ გამოაღვიძო შუა აღმოსავლეთის ეკლესიები. აღჭურვო შენი ხალხი ღვთისყოვლისშემძლე სულით, რათა წავიდნენ და მოიმკან მუსლიმთა მინდვრებში. იესოს სახელით, ამინ!

აღთქმა

გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს დაილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით, რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი! (მათე 5:44-45)