პარასკევი, 20 იანვარი, 2023

პარასკევი, 20 იანვარი, 2023

ამ კვირაში ჩვენ ვლოცულობთ
მუსლიმთა ძლევამოსილი ეკლესიისთვის

იესო დაგვპირდა: „ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ ძლევენ მას“ (მათე 16:18).[1] უძველესდროს, ქალაქის კარიბჭე ასრულებდა ქალაქის უხუცესთა შეკრების ადგილის ფუნქციას, სადაც ისინისაზოგადოების საქმეებს მართავდნენ (დაბადება 19:1; 23:10; რუთი 4:1). ჯოჯოხეთის ბჭენი არის ადგილი, სადაც მტერი კრებს თავის დემონურ სულებს, რათა ჩამოაყალიბონ თავიანთი გეგმები ღვთის ხალხისწინააღმდეგ. ჩვენ ვაღიარებთ ღვთის აღთქმების გამარჯვებას მუსლიმთა ეკლესიებში და სატანას გეგმებისგაცუდებას მისი ნების წინააღმდეგ.

ვაჰიბა მუსლიმია, რომელმაც თავისი რწმენა უფალ იესოზე დადო. მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მისიმუსლიმი და ცდილობდა, დაერწმუნებინა ვაჰიბა, სპირიტებთან წასულიყო განკურნების მისაღებად. მაგრამვაჰიბა მტკიცე, ძლიერი ქრისტიანია. მან სრულიად უარყო ეს აზრი და თავის დას უთხრა, რომ მხოლოდ იესოსმიენდობოდა.

დაე, უფალმა გაზარდოს მუსლიმთა შორის ისეთ ძლიერ მორწმუნეთა ჯგუფები, როგორიც ვაჰიბა იყო!

ლოცვა

დიდებულო ღმერთო, რომელიც ხარ ზეცაში, კურთხეულ იყოს შენი სახელი საუკუნოდ! შენ ყოვლისშემძლეხარ! შენ ხარ ჩვენი ძლიერი კოშკი! შენთან მოვდივართ ჩვენს სისუსტეში და გთხოვთ ძლიერ, ძლევამოსილეკლესიას მუსლიმთა შორის! მადლობას გიხდით, რომ ჩვენს დროში მრავალი მუსლიმი მოდის ქრისტესთან!მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ ამ მორწმუნეებს სჭირდებათ ცოცხალი საზოგადოება, სულით აღვსილი, ქრისტე-ცენტრული, ბიბლიაზე დაფუძნებული და კულტურულად შესაბამისობაში მყოფი. ვლოცულობ, რომასეთი საზოგადოებები წამოიწიოს მუსლიმთა ყველა დასახლებაში, შენი დიდებისა და ძალის მოწმედ.

მიეცი ამ ჯგუფების ლიდერებსა და წევრებს: სიბრძნე, ცოდნა, გაგება და გამჭრიახობა! აავსე ისინიშეუპოვრობითა და გაბედულებით! გამოუვლინე მათ ის ღრმა საიდუმლოებები, რაც შენი შვილებისთვისგაქვს! აღჭურვე შენი ძალითა და უნარით, რათა შეეწინააღმდეგონ მტერს და ისე იბრძოლონ ამ ომში, როგორც შენი ჯვრის ჯარისკაცებს შეჰფერით!

იესოს ყოვლისშემძლე სახელით, ამინ!

აღთქმა

შენს წინააღმდეგ გამოჭედილი ყოველი იარაღი გაცუდდება… (ესაია 54:17).

[1] ზოგ თარგმანში წერია სიკვდილის ძალები