ამ კვირაში ჩვენ ვლოცულობთ
მიგდებულ ადგილებში მცხოვრებთათვის
დღეს მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი ადამიანი ცხოვრობს მიგდებულ ადგილას. საცოდავ, უღატაკესპირობებში მყოფი ხალხი თავს დამცირებულად და გაუბედურებულად გრძნობს – არ აქვთ წყალი, მათისანიაღვრე სისტემა ქუჩაა, საწოლი კი – მიწაზე დაგებული კარდონი.
მათი სავარაუდო რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მართალია, ყველა მიყრუებულ ადგილშიმცხოვრები მუსლიმი არაა, თუმცა მათი უმრავლესობა ნამდვილადაა.
ლოცვა
უფალო ღმერთო, შენს ხატად შექმენი ადამიანი, რათა პატივი მიგეგო და განგედიდებინა იესოს სახელი!ვლოცულობთ მიყრუებულ ადგილებში მცხოვრებთათვის, ჩვენი დებისა და ძმებისთვის, რომლებსაც უწევთანტისანიტარიაში და დამთრგუნველ პირობებში ცხოვრება.
მე ვლოცულობ იმ შეურაცხყოფის წინააღმდეგ, რასაც გავლენიან პოზიციებზე მყოფი ადამიანები აყენებენდამსხვრეულ ადამიანებს. გამოაღვიძე მათი სინდისი, ო, სამართლის ღმერთო! დაანახე, რომ ერთ დღესმათაც მოუწევთ შენი ტახტის წინ დადგომა და საკუთარი საქმეებისამებრ მიეზღვებათ!
გამოაგზავნე სახარების მსახურები, რათა გაუზიარონ ქრისტეს სიყვარულის შესახებ უწყება მათ, რომლებიც უიმედონი და გონდაკარგულნი არიან, მათ რომლებიც საუკუნო დაღუპვის გზას ადგანან.
ო, თანამგრძნობო მამავ, გამოაგზავნე შენი შვილები მატერიალური საჩუქრებითა და საჭმლით ამ ხიზნებისბანაკებში და ლტოლვილთა დასახლებებში, სადაც გაჭირვებულებმა და განდევნილებმა იმედი და ღირსებადაკარგეს!
ვლოცულობ ყველა გაჭირვებულისა და ღარიბისთვის, რომ მიიღოს შენი მადლი, შეიცვალოს ქრისტესსახარების ძალით და იცხოვროს მისთვის.
მე ვლოცულობ იმ მისიონერებისთვის, რომლებიც მიყრუებულ ადგილებში მცხოვრებთათვის შრომობენ. განაგრძე მათი ავსება სულიწმიდით, თანაგრძნობითა და მხნეობით! დააჯილდოე მათი მცდელობა სულთადიდი მომკით! იესოს სახელით, ამინ!
აღთქმა
მტვრიდან აღადგენს გლახაკს, სანაგვედან წამოაყენებს მათხოვარს, რათა დასვას დიდებულთა გვერდითდა დიდების ტახტი დაუმკვიდროს მას (1 სამუელი 2:8).